ზოგადი განათლება საქართველოში

გამოწერა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 2022/2023 სასწავლო წლის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა.
„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, საქართველოში 2.302 სკოლა ფუნქციონირებს, რაც ექვსი სკოლით ნაკლებია გასულ სასწავლო წელთან შედარებით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის რეგიონებში ყველაზე მეტი სკოლა იმერეთშია – 17,1%. ყველაზე მეტი სკოლის მოსწავლე თბილისშია – საერთო რაოდენობის 35,4%. სულ ქვეყანაში 633,3 ათასი მოსწავლეა.
2021/2022 სასწავლო წლის განმავლობაში საქართველოს სკოლები დატოვა 8.846-მა მოსწავლემ, რაც 25,5%-ით მეტია 2020/2021 სასწავლო წელთან შედარებით. მათგან 42,6% გოგონაა, 57,4% – ვაჟი.
2022 წელს საშუალო სკოლა დაამთავრა 45.423-მა მოსწავლემ, რაც 17,3%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. სულ საწყისი განათლება მიიღო 60.235-მა მოსწავლემ (ზრდა 26,5%), საბაზისო განათლება – 45.008 მოსწავლემ (ზრდა 0,4%).
ყველა ახალი ამბავი
0