https://sputnik-georgia.com/20230114/zlierma-qarma-qutaissi-350-ze-meti-senoba-daaziana-273926980.html
ძლიერმა ქარმა ქუთაისში 350-ზე მეტი შენობა დააზიანა
ძლიერმა ქარმა ქუთაისში 350-ზე მეტი შენობა დააზიანა
Sputnik საქართველო
ადგილობრივი ხელისუფლება ითვლის ზარალს, რათა ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმაროს 14.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-14T15:20+0400
2023-01-14T15:20+0400
2023-01-14T15:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
იმერეთი
ქუთაისი
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0e/273925181_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_556ab8876dd29a6aed83c0416c154fe8.jpg
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ქუთაისში ძლიერმა ქარმა დააზიანა 350-ზე მეტი შენობა, ავტომობილები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, განაცხადა ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.საქართველოს ხელისუფლება მეექვსე დღეა ქვეყანაში უამინდობას ებრძვის. ცალკეულ რეგიონებში ქარმა და თოვლმა შექმნა სერიოზული პრობლემები – მოგლეჯილი ხეები, ჩახერგილი გზები, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა.ხახალეიშვილის თქმით, 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას საქალაქო სამსახურები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და „სოკარ ჯორჯია გაზის“ თანამშრომლები. მერმა თავდადებული მუშაობისთვის მათ მადლობა გადაუხადა.მოქალაქეების დასახმარებლად ყველა მუნიციპალიტეტში მობილიზებულია შესაბამისი სამსახური.სინოპტიკოსები გამოდარებას 15 იანვრიდან ელიან. მანამდე კი აღმოსავლეთ საქართველოში გაგრძელდება დიდთოვლობა, დასავლეთში - ძლიერი ქარი.
საქართველო
იმერეთი
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0e/273925181_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_cf84fa5abbb2f57373ba9ca66d04491e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, იმერეთი , ქუთაისი , შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, იმერეთი , ქუთაისი , შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები
ძლიერმა ქარმა ქუთაისში 350-ზე მეტი შენობა დააზიანა
ადგილობრივი ხელისუფლება ითვლის ზარალს, რათა ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმაროს
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ქუთაისში ძლიერმა ქარმა დააზიანა 350-ზე მეტი შენობა, ავტომობილები და სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, განაცხადა ქალაქის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
საქართველოს ხელისუფლება მეექვსე დღეა ქვეყანაში უამინდობას ებრძვის. ცალკეულ რეგიონებში ქარმა და თოვლმა შექმნა სერიოზული პრობლემები – მოგლეჯილი ხეები, ჩახერგილი გზები, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა.
„დარწმუნებული ვარ, რომ ამინდი მოგვცემს საშუალებას, რომ დათვლილი ზარალი გადავიტანოთ რეალურ დახმარებაში და თითოეულ მოქალაქეს მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ პრობლემები, რომლებიც მათ დღეს აქვთ“, - აცხადებს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.
ხახალეიშვილის თქმით, 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას საქალაქო სამსახურები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და „სოკარ ჯორჯია გაზის“ თანამშრომლები. მერმა თავდადებული მუშაობისთვის მათ მადლობა გადაუხადა.
მოქალაქეების დასახმარებლად ყველა მუნიციპალიტეტში მობილიზებულია შესაბამისი სამსახური.
სინოპტიკოსები გამოდარებას 15 იანვრიდან ელიან. მანამდე კი აღმოსავლეთ საქართველოში გაგრძელდება დიდთოვლობა, დასავლეთში - ძლიერი ქარი.