თბილისში საზარელი ტრაგედია მოხდა: ლიფტის შახტაში ცოლ-ქმარი ჩავარდა

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2023
გამოწერა
ლიფტის შახტაში ჯერ მამაკაცი ჩავარდა, მის დასახმარებლად მეუღლე ჩავიდა
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. თბილისის ერთ-ერთ კორპუსში ლიფტის შახტაში ცოლ-ქმარი ჩავარდა, ორივე დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
გავრცელებული ინფორმაციით, ვაზისუბანში ერთ-ერთი მრავალბინიან კორპუსში მამაკაცმა ლიფტი გამოიძახა, თუმცა კაბინაში შესვლისას შახტაში ჩავარდა. მეუღლე მის დასახმარებლად შახტაში ჩავიდა, რა დროსაც ლიფტი ამუშავდა და ცოლ-ქმარი მოიყოლა.
ორივე ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილები 35 წლამდე ასაკის არიან.
ყველა ახალი ამბავი
0