https://sputnik-georgia.com/20230114/saqartvelosi-teatris-dre-arnisnes-273935096.html
საქართველოში თეატრის დღე აღნიშნეს
საქართველოში თეატრის დღე აღნიშნეს
Sputnik საქართველო
საქართველოში ფუნქციონირებს 52 თეატრი, აქედან უმრავლესობა - თბილისში 14.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-14T22:36+0400
2023-01-14T22:36+0400
2023-01-14T23:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/08/265836760_0:88:1680:1033_1920x0_80_0_0_22c10488cb82c9375b9e20da5ca217e7.jpg
თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. საქართველოში 14 იანვარს თეატრის დღეს აღნიშნავენ, ეს ტრადიცია 1850 წელს დაარსდა.ამ დღესთან დაკავშირებით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში დაიდგა უილიამ შექსპირის „ოტელო“. სპექტაკლი კოტე მარჯანიშვილისა და პეტრე ოცხელის ხსოვნას მიეძღვნა.საქართველოში თეატრის დღე 173-ედ აღინიშნება - 1850 წლის 14 იანვარს თბილისის ვაჟთა გიმნაზიის შენობაში ქართველი არისტოკრატების მხარდაჭერით პირველი სპექტაკლი - გიორგი ერისთავის „გაყრა“ დაიდგა.გიორგი ერისთავი იყო პიესის ავტორი, დამდგმელი რეჟისორი და ასევე ერთ-ერთი როლის შემსრულებელიც. იმავე 1850 წელს ერისთავმა დააარსა პროფესიული ქართული თეატრი, რომელიც ქართული კულტურის და პროფესიული რეალისტური დრამატურგიის კერად იქცა.2023 წელს თბილისის თეატრები მერიისგან 3,1 მლნ ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ, ხოლო დედაქალაქის რაიონებში კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე ერთი მილიონი ლარი დაიხარჯება. თბილისის მერიის დაფინანსება 28,1 მლნ ლარი იქნება, ხოლო ქალაქის საკრებულოს - 18,4 მლნ ლარი.2021 წლის ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 52 თეატრი, აქედან ორი ოპერისა და ბალეტის, 41 დრამის, მუსიკალური კომედიისა და მინიატურის, ორი საბავშვო და მოზარდთა თეატრი, შვიდი - თოჯინების თეატრი. ყველაზე მეტი თეატრი თბილისშია განთავსებული - 51,9%, იმერეთში - 15,4%, ხოლო დანარჩენი 32,7% - ქვეყნის სხვა რეგიონებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/08/265836760_94:0:1587:1120_1920x0_80_0_0_eba9ed328cbfcd6466afcd2210dcf8df.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში
საქართველოში თეატრის დღე აღნიშნეს
22:36 14.01.2023 (განახლებულია: 23:36 14.01.2023) საქართველოში ფუნქციონირებს 52 თეატრი, აქედან უმრავლესობა - თბილისში
თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. საქართველოში 14 იანვარს თეატრის დღეს აღნიშნავენ, ეს ტრადიცია 1850 წელს დაარსდა.
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თეატრის დღეს ულოცავს თეატრალური სამყაროს ყველა წარმომადგენელს და მათ ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობას უსურვებს“, - ნათქვამია სამინისტროს გვერდზე სოციალურ ქსელში.
ამ დღესთან დაკავშირებით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში დაიდგა უილიამ შექსპირის „ოტელო“. სპექტაკლი კოტე მარჯანიშვილისა და პეტრე ოცხელის ხსოვნას მიეძღვნა.
საქართველოში თეატრის დღე 173-ედ აღინიშნება - 1850 წლის 14 იანვარს თბილისის ვაჟთა გიმნაზიის შენობაში ქართველი არისტოკრატების მხარდაჭერით პირველი სპექტაკლი - გიორგი ერისთავის „გაყრა“ დაიდგა.
გიორგი ერისთავი იყო პიესის ავტორი, დამდგმელი რეჟისორი და ასევე ერთ-ერთი როლის შემსრულებელიც. იმავე 1850 წელს ერისთავმა დააარსა პროფესიული ქართული თეატრი, რომელიც ქართული კულტურის და პროფესიული რეალისტური დრამატურგიის კერად იქცა.
2023 წელს თბილისის თეატრები მერიისგან 3,1 მლნ ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ, ხოლო დედაქალაქის რაიონებში კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე ერთი მილიონი ლარი დაიხარჯება. თბილისის მერიის დაფინანსება 28,1 მლნ ლარი იქნება, ხოლო ქალაქის საკრებულოს - 18,4 მლნ ლარი.
2021 წლის ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 52 თეატრი, აქედან ორი ოპერისა და ბალეტის, 41 დრამის, მუსიკალური კომედიისა და მინიატურის, ორი საბავშვო და მოზარდთა თეატრი, შვიდი - თოჯინების თეატრი. ყველაზე მეტი თეატრი თბილისშია განთავსებული - 51,9%, იმერეთში - 15,4%, ხოლო დანარჩენი 32,7% - ქვეყნის სხვა რეგიონებში.