საგარეო სავაჭრო ბრუნვა კვლავ გაიზარდა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის საზღვაო სატვირთო პორტი
ბათუმის საზღვაო სატვირთო პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2023
გამოწერა
ექსპორტი საქართველოდან 2022 წელს 2021 წელთან შედარებით 31,8%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით - 47,2%-ით გაიზარდა.
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა გასულ წელს 2021 წელთან შედარებით 32,8%-ით გაიზარდა და 19 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
გასულ წელს ქვეყანაში შემოიტანეს დაახლოებით 13,5 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქცია – 2021 წელთან შედარებით თითქმის 33,2%-ით მეტი.
2022 წლის საგარეო სავაჭრო ბრუნვა

მაჩვენებელი

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

ექსპორტი

5 592,8

31,8

იმპორტი

13 450,2

33,2

სულ

19 043,0

32,8

ექსპორტმა შეადგინა თითქმის 5,6 მლრდ დოლარი - 31,8%-ით მეტი, ვიდრე 2021 წელს და 47,2%-ით მეტი, ვიდრე პანდემიამდე, 2019 წელს.
2022 წელს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 7,9 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 34,2%-ით მეტია.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2021 წელს 2020 წელთან შედარებით 25,6%-ით გაიზარდა და 14,3 მილიარდი დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ამასთან ქართული პროდუქცია გასულ წელს 4,2 მილიარდი დოლარის ოდენობით იყო ექსპორტირებული - 26, 9%-ით მეტი 2020 წელთან შედარებით.
ყველა ახალი ამბავი
0