https://sputnik-georgia.com/20230114/raribasvili-saqartvelos-drosa-inaxavs-istorias-romelic-yvelasatvis-zvirfasi-da-saamayoa-273922406.html
ღარიბაშვილი: საქართველოს დროშა ინახავს ისტორიას, რომელიც ყველასთვის ძვირფასი და საამაყოა
ღარიბაშვილი: საქართველოს დროშა ინახავს ისტორიას, რომელიც ყველასთვის ძვირფასი და საამაყოა
Sputnik საქართველო
დღეს საქართველოში ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტის – სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. 14.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-14T12:20+0400
2023-01-14T12:20+0400
2023-01-14T12:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24744/76/247447659_0:99:1915:1176_1920x0_80_0_0_2e68a20abcd103245c078d47064844eb.png
თბილისი, 14 იანვარი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა, ნათქვამია მთავრობის მეთაურის განცხადებაში, რომელიც ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელდა.დღეს საქართველოში ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტის – სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ეს თარიღი პირველად 2012 წელს აღინიშნა 2004 წლის 14 იანვარს დამტკიცებული კანონის საფუძველზე, რომლის თანახმადაც ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოდ გამოცხადდა.მისი თქმით, საქართველოს დროშა აერთიანებს ქვეყნისა და ხალხის ისტორიას, იმ ღირებულებებს, რომლებსაც ქართველი ხალხი საუკუნეების განმავლობაში იცავდა.ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო დროშის დღე ქართველ ჯარისკაცებს მიულოცა.„სახელმწიფო დროშის დღეს განსაკუთრებული მოწიწებითა და პატივისცემით ვულოცავ ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და ერთიანობის მცველებს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს და მათ, ვის მსახურებაზეც ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის ღირსება და ნათელი მომავალი“, - ნათქვამია მთავრობის მეთაურის განცხადებაში.სხვადასხვა ისტორიულ წყაროში ქართული დროშა მე-12 საუკუნიდან ძირითადად თეთრ-წითელ ფერებში არის მოხსენებული. ქართული თეთრი დროშა წითელი ჯვრებით შეტანილია მე-14 საუკუნის „მსოფლიო ატლასში", რომელიც ფრანცისკანელმა ბერმა (მისი სახელი უცნობია) შეადგინა. ასეთივე დროშა იყო გამოსახული იმ წლების იტალიურ და ესპანურ რუკებზე.რაც შეეხება მონეტას, ამ დრომდე მსოფლიო ისტორია იცნობდა მეფე დავით აღმაშენებლის მიერ მოჭრილ ერთადერთ უნიკალურ მონეტას, რომელიც დიდი ბრიტანეთის მუზეუმში, კერძოდ, ლონდონშია დაცული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24744/76/247447659_107:0:1806:1274_1920x0_80_0_0_8357c8cfa0ddc7c434334a54c63029b2.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ღარიბაშვილი: საქართველოს დროშა ინახავს ისტორიას, რომელიც ყველასთვის ძვირფასი და საამაყოა
დღეს საქართველოში ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტის – სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.
თბილისი, 14 იანვარი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე მიულოცა, ნათქვამია მთავრობის მეთაურის განცხადებაში, რომელიც ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელდა.
დღეს საქართველოში ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტის – სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ეს თარიღი პირველად 2012 წელს აღინიშნა 2004 წლის 14 იანვარს დამტკიცებული კანონის საფუძველზე, რომლის თანახმადაც ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოდ გამოცხადდა.
„დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის, ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშნისა და ჩვენი ეროვნული სიმბოლოს დღეა. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს! ჩვენი თვითმყოფადობის, ეროვნული სულისკვეთებისა და უნიკალური კულტურის გამოხატულება – ჩვენი დროშა ინახავს ისტორიას, რომელიც ყველა მოქალაქისთვის ძვირფასი და საამაყოა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს დროშა აერთიანებს ქვეყნისა და ხალხის ისტორიას, იმ ღირებულებებს, რომლებსაც ქართველი ხალხი საუკუნეების განმავლობაში იცავდა.
„დღევანდელ დღემდე მოსასვლელად ჩვენმა ხალხმა დიდი შრომა გასწია და გვაქვს ისეთი მიღწევები, რომელთა წყალობითაც ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას და უკეთესი ხვალინდელი დღის შენებას“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო დროშის დღე ქართველ ჯარისკაცებს მიულოცა.
„სახელმწიფო დროშის დღეს განსაკუთრებული მოწიწებითა და პატივისცემით ვულოცავ ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და ერთიანობის მცველებს, ჩვენს გმირ ჯარისკაცებს და მათ, ვის მსახურებაზეც ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის ღირსება და ნათელი მომავალი“, - ნათქვამია მთავრობის მეთაურის განცხადებაში.
სხვადასხვა ისტორიულ წყაროში ქართული დროშა მე-12 საუკუნიდან ძირითადად თეთრ-წითელ ფერებში არის მოხსენებული. ქართული თეთრი დროშა წითელი ჯვრებით შეტანილია მე-14 საუკუნის „მსოფლიო ატლასში", რომელიც ფრანცისკანელმა ბერმა (მისი სახელი უცნობია) შეადგინა. ასეთივე დროშა იყო გამოსახული იმ წლების იტალიურ და ესპანურ რუკებზე.
რაც შეეხება მონეტას, ამ დრომდე მსოფლიო ისტორია იცნობდა მეფე დავით აღმაშენებლის მიერ მოჭრილ ერთადერთ უნიკალურ მონეტას, რომელიც დიდი ბრიტანეთის მუზეუმში, კერძოდ, ლონდონშია დაცული.