https://sputnik-georgia.com/20230114/guriasi-eleqtroenergiis-da-gazis-miwodeba-ardga-273930405.html
გურიაში ელექტროენერგიის და გაზის მიწოდება აღდგა
გურიაში ელექტროენერგიის და გაზის მიწოდება აღდგა
Sputnik საქართველო
ლანჩხუთის რაიონში გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს 14.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-14T18:05+0400
2023-01-14T18:05+0400
2023-01-14T18:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
გურია
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23468/97/234689743_0:10:1101:629_1920x0_80_0_0_6916f94e022fc9304375e96501a28de9.jpg
თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. ძლიერი ქარისგან დაზარალებული გურიის სამი რაიონიდან ორში ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდება აღდგენილია - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონის გუბერნატორმა გიორგი ურუშაძემ.გურიაში რამდენიმე დღეა ძლიერი ქარი მძვინვარებს. წინასწარი მონაცემებით, ძლიერი ქარის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.რეგიონის სამივე რაიონში ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა, დააზიანა, შენობებისა და მანქანების სახურავები, ზარალის ზუსტი ოდენობა ზუსტდება.„გურიის სამივე მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, ასევე მუშაობს კომისია, რომელიც სტიქიის შედეგად გამოწვეულ ზარალს ითვლის“, - აღნიშნა ურუშაძემსინოპტიკოსები 15 იანვრიდან ამინდის გაუმჯობესებას ვარაუდობენ. მანამდე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში დიდთოვლობაა მოსალოდნელი, დასავლეთში კი ძლიერი ქარი.
საქართველო
გურია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23468/97/234689743_0:0:943:707_1920x0_80_0_0_1c46bfdb01e17bbf6a6deda3cf1cbb8d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გურია , შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, გურია , შემთხვევები საქართველოში
გურიაში ელექტროენერგიის და გაზის მიწოდება აღდგა
ლანჩხუთის რაიონში გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისი, 14 იანვარი – Sputnik. ძლიერი ქარისგან დაზარალებული გურიის სამი რაიონიდან ორში ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდება აღდგენილია - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონის გუბერნატორმა გიორგი ურუშაძემ.
გურიაში რამდენიმე დღეა ძლიერი ქარი მძვინვარებს. წინასწარი მონაცემებით, ძლიერი ქარის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
„ოზურგეთისა და ჩოხატაურის რაიონებში ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების პრობლემა უკვე მთლიანად მოგვარებულია, რაც შეეხება მესამე რეგიონს, ლანჩხუთს, იქ კვლავ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები“, - განაცხადა გუბერნატორმა
რეგიონის სამივე რაიონში ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა, დააზიანა, შენობებისა და მანქანების სახურავები, ზარალის ზუსტი ოდენობა ზუსტდება.
„გურიის სამივე მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, ასევე მუშაობს კომისია, რომელიც სტიქიის შედეგად გამოწვეულ ზარალს ითვლის“, - აღნიშნა ურუშაძემ
სინოპტიკოსები 15 იანვრიდან ამინდის გაუმჯობესებას ვარაუდობენ. მანამდე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში დიდთოვლობაა მოსალოდნელი, დასავლეთში კი ძლიერი ქარი.