გარდაიცვალა მსახიობი ინა ჩურიკოვა

© photo: Sputnik / Vitaly Belousov / გადასვლა მედიაბანკშიინა ჩურიკოვა
ინა ჩურიკოვა - Sputnik საქართველო, 1920, 14.01.2023
გამოწერა
ინა ჩურიკოვას გამოეთხოვებიან თეატრ „ლენკომში“, სადაც ის 1975 წლიდან მსახურობდა
თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი ინა ჩურიკოვა 79 ასაკში გარდაიცვალა, იუწყება РИА Новости თეატრ „ლენკომის“ დირექტორზე, მარკ ვარშავერზე დაყრდნობით.
„ასეთი უბედურება დაგვემართა ერთი საათის წინ: გარდაიცვალა გამოჩენილი მსახიობი ინა ჩურიკოვა“, - განაცხადა ვარშავერმა.
ინა ჩურიკოვას გამოეთხოვებიან სამშაბათს, 17 იანვარს თეატრ „ლენკომში“, სადაც ის 1975 წლიდან მსახურობდა.
ინა ჩურიკოვამ მრავალი როლი შეასრულა ისეთ პოპულარულ ფილმებში, როგორიცაა Я шагаю по Москве („დავსეირნობ მოსკოვში"), „ოცდაცამეტი", Неуловимые мстители („მოუხელთებელი შურისმაძიებლები") და მრავალი სხვა.
2019 წელს რუსეთში მოღვაწე ქართველმა კინორეჟისორმა რეზო გიგინეიშვილმა წარმოადგინა ახალი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „უკომენტაროდ", რომელშიც მთავარ როლს ინა ჩურიკოვა ასრულებს. ფილმმა ინტერნეტში დიდი რეზონანსი გამოიწვია და ერთ დღეში მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
მსახიობმა განაგრძო თეატრში მოღვაწეობა, ბოლო თვეებში ის მკურნალობდა ტრავმას, რომელიც 2022 წლის ზაფხულში სცენიდან დაცემას უკავშირდებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0