https://sputnik-georgia.com/20230114/fotsi-stiqiis-sedegebs-ebrzvian-273932790.html
ფოთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან
ფოთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან
Sputnik საქართველო
სამეგრელოში სამი ძლიერი ქარი სამი დღის განმავლობაში მძვინვარებდა. 14.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-14T20:54+0400
2023-01-14T20:54+0400
2023-01-16T14:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
ფოთის მუნიციპალიტეტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0c/273858092_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_107e2a0741df81785b83c4e2e0048891.jpg
თბილისი, 14 ანვარი - Sputnik. ფოთში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე მუშაობენ, იუწყება „პირველი არხი“.პირველადი მონაცემებით, ფოთში სტიქიის შედეგად 33 საცხოვრებელი კორპუსის, 124 კერძო სახლის, ოთხი საჯარო სკოლისა და სამი საბავშვო ბაღის სახურავია დაზიანებული.ფოთის მერიის ინფორმაციით, ასევე დაზიანდა სკვერები, მინიმოედნები, ტროტუარები, ელექტროგადამცემი სადენები და ბოძები, საახალწლო განათებები; მოგლეჯილია ათეულობით მრავალწლოვანი ხე.მერიაში აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, 16 იანვრიდან დაზარალებულთათვის სამშენებლო მასალის გადაცემაც დაიწყება.სამი დღის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ქარიშხალი მძვინვარებდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის თითოეულ რაიონში მოქმედებდა ცხელი ხაზი, რომელთა დახმარებითაც ხელისუფლებას შექმნილ პრობლემებზე ოპერატიულად რეაგირების შესაძლებლობა ჰქონდა. წინასწარი მონაცემებით, ძლიერი ქარის გამო რეგიონში ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.სინოპტიკოსები 15 იანვრიდან ამინდის გაუმჯობესებას ვარაუდობენ. მანამდე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში დიდთოვლობაა მოსალოდნელი, დასავლეთში კი ძლიერი ქარი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0c/273858092_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_56d9d691207c7e12ef47f4f5e8c1d7ae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, ფოთის მუნიციპალიტეტი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, ფოთის მუნიციპალიტეტი
ფოთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან
20:54 14.01.2023 (განახლებულია: 14:41 16.01.2023) სამეგრელოში სამი ძლიერი ქარი სამი დღის განმავლობაში მძვინვარებდა.
თბილისი, 14 ანვარი - Sputnik. ფოთში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაზე მუშაობენ, იუწყება „პირველი არხი“.
პირველადი მონაცემებით, ფოთში სტიქიის შედეგად 33 საცხოვრებელი კორპუსის, 124 კერძო სახლის, ოთხი საჯარო სკოლისა და სამი საბავშვო ბაღის სახურავია დაზიანებული.
ფოთის მერიის ინფორმაციით, ასევე დაზიანდა სკვერები, მინიმოედნები, ტროტუარები, ელექტროგადამცემი სადენები და ბოძები, საახალწლო განათებები; მოგლეჯილია ათეულობით მრავალწლოვანი ხე.
მერიაში აცხადებენ, რომ სავარაუდოდ, 16 იანვრიდან დაზარალებულთათვის სამშენებლო მასალის გადაცემაც დაიწყება.
სამი დღის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ქარიშხალი მძვინვარებდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის თითოეულ რაიონში მოქმედებდა ცხელი ხაზი, რომელთა დახმარებითაც ხელისუფლებას შექმნილ პრობლემებზე ოპერატიულად რეაგირების შესაძლებლობა ჰქონდა. წინასწარი მონაცემებით, ძლიერი ქარის გამო რეგიონში ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
სინოპტიკოსები 15 იანვრიდან ამინდის გაუმჯობესებას ვარაუდობენ. მანამდე ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში დიდთოვლობაა მოსალოდნელი, დასავლეთში კი ძლიერი ქარი.