https://sputnik-georgia.com/20230113/volski-saakashvilis-saqmis-mosamartleze-zewolas-axdenen-273905999.html
პირველი ვიცე-სპიკერი: სააკაშვილის საქმის მოსამართლეზე ზეწოლას ახდენენ
პირველი ვიცე-სპიკერი: სააკაშვილის საქმის მოსამართლეზე ზეწოლას ახდენენ
Sputnik საქართველო
ვოლსკის თქმით, ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები ე.წ. შავი სიის შედგენის ოსტატები არიან. 13.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-13T15:59+0400
2023-01-13T15:59+0400
2023-01-13T20:53+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23389/68/233896893_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_5619c173c9adb68cbb2a211936e84f94.jpg
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. საქართველოს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყენებს ბინძურ მეთოდებს, რათა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლეზე ზეწოლა მოახდინოს, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.ექს-პრეზიდენტის ადვოკატები და თანამოაზრეები ე.წ. „სააკაშვილის სიაზე“ („მაგნიტსკის სიის“ ანალოგი) მუშაობენ, რომელშიც, ოპოზიციური ტელეკომპანია „TV პირველის“ ინფორმაციით, უკვე შეიყვანეს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, პროკურორები და მოსამართლეები. როგორც სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, სია შეივსება იმ პირებით, ვინც „სააკაშვილის მიმართ დანაშაული ჩაიდინა“.მისი თქმით, ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები ე.წ. შავი სიის შედგენის ოსტატები არიან.ამასთან, როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, არსებობს პირთა სია, ვინც ადამიანებს რეალურად სიცოცხლე, ღირსება და ქონება წაართვა, აღნიშნულ სიას სათავეში მიხეილ სააკაშვილი უდგას.მანამდე სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედიდან“ წერილი მისწერა Heritage Foundation-ის აღმასრულებელ დირექტორს, ცნობილ საერთაშორისო ფინანსისტსა და ინვესტორს უილიამ ბრაუდერს და სთხოვა, არ დაელოდონ მის სიკვდილს და „დაეხმარონ ქართულ ჯგუფებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში“. საპასუხოდ ბრაუდერმა მოითხოვა დოკუმენტების ჩამონათვალი იმ პირთა სიით, ვინც უარს ეუბნება მკურნალობაზე, ასევე პასუხისმგებელია მის მოწამვლასა და წამებაზე. ბრაუდერმა აღუთქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დასავლეთის ქვეყნების ლიდერებმა „მაგნიტსკის სანქციებს“ ყურადღება მიაქციონ.„ქართულ ოცნებაში" ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მწვავედ უპასუხეს>>>როგორც ადრე კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა, სააკაშვილის ადვოკატმა პალატაში დაიბარა მედდა და აცნობა, რომ „დასაჭერ“ პირთა სიაში მოხვდება. სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება.ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივსააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. დაკავებიდან დღემდე მან ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.საკუთარი პოზიციის გასამყარებლად სააკაშვილის დაცვის მხარემ საქმეში ამერიკელი ექსპერტები ჩართო, რომელთაგან ორი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი და ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი სასამართლოში უკვე დაიკითხნენ.ორივემ განაცხადა, რომ სააკაშვილს პროგრესირებადი დემენცია აქვს, რაც ორგანიზმში მძიმე ლითონების მოხვედრამ გამოიწვია.გოლდსმიტმა და სმიტმა ერთადერთ გამოსავლად სააკაშვილის გათავისუფლება დაასახელეს, რათა მან მკურნალობა საზღვარგარეთ ჩაიტაროს, სადაც არის მაღალი კლასის სადიაგნოსტიკო საშუალებები და თავის ტვინის პრობლემების მქონე პაციენტების მკურნალობის გამოცდილება, რომლებსაც ეს მდგომარეობა ორგანიზმის მძიმე ლითონებით დაბინძურების შედეგად შეექმნათ.დეპუტატი: სააკაშვილი არ არის უკანონო პატიმარი>>>მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მიზანია ხელისუფლების დიკრედიტაცია.ამის დასადასტურებლად პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.დაკავება და სისხლის სამართლის საქმეებისააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23389/68/233896893_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_5ba78072ebfdb7c63dfbc7826c071a8b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა, ახალი ამბები, საზოგადოება
პირველი ვიცე-სპიკერი: სააკაშვილის საქმის მოსამართლეზე ზეწოლას ახდენენ
15:59 13.01.2023 (განახლებულია: 20:53 13.01.2023) ვოლსკის თქმით, ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები ე.წ. შავი სიის შედგენის ოსტატები არიან.
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. საქართველოს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყენებს ბინძურ მეთოდებს, რათა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლეზე ზეწოლა მოახდინოს, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
ექს-პრეზიდენტის ადვოკატები და თანამოაზრეები ე.წ. „სააკაშვილის სიაზე“ („მაგნიტსკის სიის“ ანალოგი) მუშაობენ, რომელშიც, ოპოზიციური ტელეკომპანია „TV პირველის“ ინფორმაციით, უკვე შეიყვანეს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, პროკურორები და მოსამართლეები. როგორც სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, სია შეივსება იმ პირებით, ვინც „სააკაშვილის მიმართ დანაშაული ჩაიდინა“.
„ისინი („ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები) ყველა ბინძურ ნაბიჯზე მიდიან. ხდება ზეწოლა მოსამართლეზე, ექთანზე, ექიმზე. არსებობს სია, რომელიც მათ უკვე არაერთხელ გამოაქვეყნეს, თუ ვინ უნდა დაიჭირონ და დახვრიტონ“, – განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები ე.წ. შავი სიის შედგენის ოსტატები არიან.
ამასთან, როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, არსებობს პირთა სია, ვინც ადამიანებს რეალურად სიცოცხლე, ღირსება და ქონება წაართვა, აღნიშნულ სიას სათავეში მიხეილ სააკაშვილი უდგას.
მანამდე სააკაშვილმა კლინიკა „ვივამედიდან“ წერილი მისწერა Heritage Foundation-ის აღმასრულებელ დირექტორს, ცნობილ საერთაშორისო ფინანსისტსა და ინვესტორს უილიამ ბრაუდერს და სთხოვა, არ დაელოდონ მის სიკვდილს და „დაეხმარონ ქართულ ჯგუფებს მაგნიტსკის ახალი სიის შედგენაში“. საპასუხოდ ბრაუდერმა მოითხოვა დოკუმენტების ჩამონათვალი იმ პირთა სიით, ვინც უარს ეუბნება მკურნალობაზე, ასევე პასუხისმგებელია მის მოწამვლასა და წამებაზე. ბრაუდერმა აღუთქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დასავლეთის ქვეყნების ლიდერებმა „მაგნიტსკის სანქციებს“ ყურადღება მიაქციონ.
როგორც ადრე კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა, სააკაშვილის ადვოკატმა პალატაში დაიბარა მედდა და აცნობა, რომ „დასაჭერ“ პირთა სიაში მოხვდება. სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 2022 წლის 12 მაისიდან იმყოფება.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაკავების დღესვე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. დაკავებიდან დღემდე მან ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
საკუთარი პოზიციის გასამყარებლად სააკაშვილის დაცვის მხარემ საქმეში ამერიკელი ექსპერტები ჩართო, რომელთაგან ორი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი და ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი სასამართლოში უკვე დაიკითხნენ.
ორივემ განაცხადა, რომ სააკაშვილს პროგრესირებადი დემენცია აქვს, რაც ორგანიზმში მძიმე ლითონების მოხვედრამ გამოიწვია.
გოლდსმიტმა და სმიტმა ერთადერთ გამოსავლად სააკაშვილის გათავისუფლება დაასახელეს, რათა მან მკურნალობა საზღვარგარეთ ჩაიტაროს, სადაც არის მაღალი კლასის სადიაგნოსტიკო საშუალებები და თავის ტვინის პრობლემების მქონე პაციენტების მკურნალობის გამოცდილება, რომლებსაც ეს მდგომარეობა ორგანიზმის მძიმე ლითონებით დაბინძურების შედეგად შეექმნათ.
მანამდე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი სიმულანტობს და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებს ზიანს, რათა გაიუარესოს მდგომარეობა და გათავისუფლებას მიაღწიოს. მისი თქმით, მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია, რომლის მიზანია ხელისუფლების დიკრედიტაცია.
ამის დასადასტურებლად პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის პალატიდან ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, როგორ უყვირის სააკაშვილი მედპერსონალს, მათ პროდუქტებსა და ბოთლებს ესვრის, ვარდება საწოლიდან.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. მეტიც, 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.