https://sputnik-georgia.com/20230113/samegrelosi-stiqia-mzvinvarebs-273916927.html
სამეგრელოში სტიქია მძვინვარებს
სამეგრელოში სტიქია მძვინვარებს
Sputnik საქართველო
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 15 იანვრიდან გამოიდარებს. 13.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-13T21:01+0400
2023-01-13T21:01+0400
2023-01-14T18:58+0400
სამეგრელო
ახალი ამბები
საქართველო
ამინდი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/10/273960308_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_0cd1e7490596688b9d6f9d99e745d027.jpg
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. მეექვსე დღეა დასავლეთ საქართველოში უამინდობას ებრძვიან.სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ძლიერმა ქარმა მნიშვნელოვნად დააზარალა სენაკის სამხედრო დასახლება, სადაც ახლა დევნილები ცხოვრობენ. დაზიანდა კორპუსები, მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, მოსახლეობის ნაწილს დენი ამ დრომდე არ მიეწოდება.„შექმნილია მუშა ჯგუფი, ასევე რეაგირებისა და მორიგე ჯგუფები. 24 საათის განმავლობაში ვართ მობილიზებული, შემოსული განცხადებების საფუძველზე ადგილზე გადის ზარალის კომისია და სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი“, – აცხადებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია.ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში ძლიერი ქარის გამო ხე წაიქცა და თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს დაეცა. შემთხვევის შედეგად მძღოლს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება, ხოლო მგზავრები არ დაშავებულან.საქართველოს რომელ ქალაქშია მოსალოდნელი თოვლი>>ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 100-მდე სოფელი, ელექტროგამანაწილებელი კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ ბრიგადები აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ. 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში მხოლოდ 15 იანვრიდან გამოიდარებს, მანამდე კი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, დასავლეთში კი ძლიერი ქარი.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
სამეგრელო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/10/273960308_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_e8721036f1ec27d7e59ae5c38fde2c71.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სამეგრელო , ახალი ამბები, საქართველო, ამინდი საქართველოში
სამეგრელო , ახალი ამბები, საქართველო, ამინდი საქართველოში
სამეგრელოში სტიქია მძვინვარებს
21:01 13.01.2023 (განახლებულია: 18:58 14.01.2023) სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 15 იანვრიდან გამოიდარებს.
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. მეექვსე დღეა დასავლეთ საქართველოში უამინდობას ებრძვიან.
სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ძლიერმა ქარმა მნიშვნელოვნად დააზარალა სენაკის სამხედრო დასახლება, სადაც ახლა დევნილები ცხოვრობენ. დაზიანდა კორპუსები, მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, მოსახლეობის ნაწილს დენი ამ დრომდე არ მიეწოდება.
„შექმნილია მუშა ჯგუფი, ასევე რეაგირებისა და მორიგე ჯგუფები. 24 საათის განმავლობაში ვართ მობილიზებული, შემოსული განცხადებების საფუძველზე ადგილზე გადის ზარალის კომისია და სენაკის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი“, –
აცხადებს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში ძლიერი ქარის გამო ხე წაიქცა და თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავ ავტობუსს დაეცა. შემთხვევის შედეგად მძღოლს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება, ხოლო მგზავრები არ დაშავებულან.
ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია 100-მდე სოფელი, ელექტროგამანაწილებელი კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ ბრიგადები აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ. 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ მუნიციპალური სამსახურები, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში მხოლოდ 15 იანვრიდან გამოიდარებს, მანამდე კი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, დასავლეთში კი ძლიერი ქარი.