https://sputnik-georgia.com/20230113/qalis-seqsualuri-orientacia-titebit-seizleba-dadgindes-273913353.html
ქალის სექსუალურ ორიენტაციას მისი ორი თითი ამხელს - მეცნიერთა დასკვნა
ქალის სექსუალურ ორიენტაციას მისი ორი თითი ამხელს - მეცნიერთა დასკვნა
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ქალების სექსუალურ ორიენტაციაზე ხშირად ხელებთან დაკავშირებული ერთი მოულოდნელი ნიშანი მეტყველებს, იუწყება BBC ესექსის... 13.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-13T20:00+0400
2023-01-13T20:00+0400
2023-08-17T10:47+0400
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1c/265554002_0:462:2047:1613_1920x0_80_0_0_75d34afea181da009c2f47a49709cc2b.jpg
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ქალების სექსუალურ ორიენტაციაზე ხშირად ხელებთან დაკავშირებული ერთი მოულოდნელი ნიშანი მეტყველებს, იუწყება BBC ესექსის უნივერსიტეტის მეცნიერთა დაკვირვებაზე დაყრდნობით.როგორც გაირკვა, ეს ნიშანი ორი სხვადასხვა თითის ზომაა.ამგვარ დასკვნამდე სწავლულები მას შემდეგ მივიდნენ, რაც 18 წყვილი ქალი-ტყუპების თითები გაზომეს, რომელთაგან ერთი ტრადიციული სექსუალური ორიენტაციისა იყო, ხოლო მეორე — არატრადიციული.აღმოჩნდა, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ქალებს წმინდად მამაკაცური ნიშანი ახასიათებდათ — საჩვენებელი და არათითები სხვადასხვა ზომისა ჰქონდათ, ოღონდ მხოლოდ მარცხენა ხელზე.მეცნიერების ვარაუდით, აღნიშნული ფაქტი ნაყოფის მუცლადყოფნის პერიოდში ტესტოსტერონის აქტიურ გავლენაზე მეტყველებს.გარდა ამისა ესექსელმა მკვლევარებმა სხვადასხვა ორიენტაციის ტყუპი-მამაკაცების თითებიც შეისწავლეს, თუმცა ანალოგიური კავშირი ორიენტაციასა და თითების ზომას შორის ამ შემთხვევაში არ გამოვლენილა.იმის გათვალისწინებით, რომ კვლევაში ის ტყუპები მონაწილეობდნენ, რომლებსაც 100%-ით საერთო, თუმცა სხვადასხვა ორიენტაციის გენები ჰქონდათ, სპეციალისტები მიდიან დასკვნამდე, რომ არსებობს ფაქტორები, რომლებიც სექსუალურ და გენეტიკურ მიდრეკილებებს განსაზღვრავს.ნებისმიერ შემთხვევაში, სექსუალური ორიენტაცია მუცლადყოფნის პერიოდში ყალიბდება და დამოკიდებულია მამაკაცის ჰორმონის სიჭარბეზე. შესაბამისად, მეცნიერები ასკვნიან, რომ ტესტოსტერონის მაღალი დონე ნაყოფის ბისექსუალობისა და ჰომოსექსუალობის ალბათობას ზრდის.წყარო: BBC
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1c/265554002_0:270:2047:1805_1920x0_80_0_0_b0153924182ee0bcd2d29a87f95f811a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ექიმის რჩევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ექიმის რჩევები
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ქალების სექსუალურ ორიენტაციაზე ხშირად ხელებთან დაკავშირებული ერთი მოულოდნელი ნიშანი მეტყველებს, იუწყება BBC ესექსის უნივერსიტეტის მეცნიერთა დაკვირვებაზე დაყრდნობით.
როგორც გაირკვა, ეს ნიშანი ორი სხვადასხვა თითის ზომაა.
ამგვარ დასკვნამდე სწავლულები მას შემდეგ მივიდნენ, რაც 18 წყვილი ქალი-ტყუპების თითები გაზომეს, რომელთაგან ერთი ტრადიციული სექსუალური ორიენტაციისა იყო, ხოლო მეორე — არატრადიციული.
აღმოჩნდა, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ქალებს წმინდად მამაკაცური ნიშანი ახასიათებდათ — საჩვენებელი და არათითები სხვადასხვა ზომისა ჰქონდათ, ოღონდ მხოლოდ მარცხენა ხელზე.
მეცნიერების ვარაუდით, აღნიშნული ფაქტი ნაყოფის მუცლადყოფნის პერიოდში ტესტოსტერონის აქტიურ გავლენაზე მეტყველებს.
გარდა ამისა ესექსელმა მკვლევარებმა სხვადასხვა ორიენტაციის ტყუპი-მამაკაცების თითებიც შეისწავლეს, თუმცა ანალოგიური კავშირი ორიენტაციასა და თითების ზომას შორის ამ შემთხვევაში არ გამოვლენილა.
იმის გათვალისწინებით, რომ კვლევაში ის ტყუპები მონაწილეობდნენ, რომლებსაც 100%-ით საერთო, თუმცა სხვადასხვა ორიენტაციის გენები ჰქონდათ, სპეციალისტები მიდიან დასკვნამდე, რომ არსებობს ფაქტორები, რომლებიც სექსუალურ და გენეტიკურ მიდრეკილებებს განსაზღვრავს.
ნებისმიერ შემთხვევაში, სექსუალური ორიენტაცია მუცლადყოფნის პერიოდში ყალიბდება და დამოკიდებულია მამაკაცის ჰორმონის სიჭარბეზე. შესაბამისად, მეცნიერები ასკვნიან, რომ ტესტოსტერონის მაღალი დონე ნაყოფის ბისექსუალობისა და ჰომოსექსუალობის ალბათობას ზრდის.