https://sputnik-georgia.com/20230113/orbelianze-saaxalwlo-sofeli-dres-daixureba-273916655.html
ორბელიანზე „საახალწლო სოფელი“ დღეს დაიხურება
ორბელიანზე „საახალწლო სოფელი“ დღეს დაიხურება
Sputnik საქართველო
„საახალწლო სოფელი“ ყველა ასაკის ადამიანისთვის იყო განკუთვნილი და მასში ყოველდღიურად სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები იმართებოდა. 13.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-13T20:38+0400
2023-01-13T20:38+0400
2023-01-14T18:56+0400
ახალი წელი 2023
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/18/273366404_0:370:960:910_1920x0_80_0_0_546f32156f4d5e98df4bc6334d12eeeb.jpg
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. თბილისში, ორბელიანის მოედანზე მოწყობილი „საახალწლო სოფელი“ დღეს კონცერტით დაიხურება.მსურველებს დღეს 13:00 საათიდან შესაძლებლობა ჰქონდათ სწვეოდნენ ტკბილეულის ბაზრობასა და სანტას სახლს, დასწრებოდნენ ვორქშოფს, დრამერების მსვლელობას და ფლეშმობს. ამასთან, ათონელის ქუჩაზე მდებარე საბავშვო სცენაზე გაიმართა მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვოკალური ჯგუფებისა და კლასიკური მუსიკის კონცერტი. 20:00 საათზე ორბელიანის სცენა დაეთმო მუსიკალურ ჯგუფ SVANSIKH-ს.დღეს ძველით ახალი წელი დადგება: სად და როგორ აღნიშნავენ დღესასწაულს>>რაც შეეხება „საახალწლო სოფლის“ ფარგლებში გამართულ ბოლო კონცერტს, 21:30 საათზე ქარავნის სცენაზე მსმენელის წინაშე წარდგებიან გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე და კატო კვარაცხელია.„საახალწლო სოფელი“ საზეიმოდ 24 დეკემბერს გაიხსნა. ტერიტორია, რომელიც, ორბელიანის მოედნის გარდა, მოიცავს 9 აპრილის ბაღს და ათონელის ქუჩას, 13 იანვრის ჩათვლით პატარებისთვის და არა მარტო მათთვის ჯადოსნურ სივრცედ იყო ქცეული.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/18/273366404_0:280:960:1000_1920x0_80_0_0_cddd3508b1091785b110e77f770cb9d1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი წელი 2023, ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, საზოგადოება
ახალი წელი 2023, ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო, საზოგადოება
ორბელიანზე „საახალწლო სოფელი“ დღეს დაიხურება
20:38 13.01.2023 (განახლებულია: 18:56 14.01.2023) „საახალწლო სოფელი“ ყველა ასაკის ადამიანისთვის იყო განკუთვნილი და მასში ყოველდღიურად სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებები იმართებოდა.
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. თბილისში, ორბელიანის მოედანზე მოწყობილი „საახალწლო სოფელი“ დღეს კონცერტით დაიხურება.
მსურველებს დღეს 13:00 საათიდან შესაძლებლობა ჰქონდათ სწვეოდნენ ტკბილეულის ბაზრობასა და სანტას სახლს, დასწრებოდნენ ვორქშოფს, დრამერების მსვლელობას და ფლეშმობს.
ამასთან, ათონელის ქუჩაზე მდებარე საბავშვო სცენაზე გაიმართა მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ვოკალური ჯგუფებისა და კლასიკური მუსიკის კონცერტი. 20:00 საათზე ორბელიანის სცენა დაეთმო მუსიკალურ ჯგუფ SVANSIKH-ს.
რაც შეეხება „საახალწლო სოფლის“ ფარგლებში გამართულ ბოლო კონცერტს, 21:30 საათზე ქარავნის სცენაზე მსმენელის წინაშე წარდგებიან გიორგი გიგაშვილი, ნინი ნუცუბიძე და კატო კვარაცხელია.
„საახალწლო სოფელი“ საზეიმოდ 24 დეკემბერს გაიხსნა. ტერიტორია, რომელიც, ორბელიანის მოედნის გარდა, მოიცავს 9 აპრილის ბაღს და ათონელის ქუჩას, 13 იანვრის ჩათვლით პატარებისთვის და არა მარტო მათთვის ჯადოსნურ სივრცედ იყო ქცეული.