მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი - 2023 წელი

გამოწერა
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი მოიცავს მოვლენების ორ წლიურ ციკლს: უძრავი, რომელშიც თარიღები მყარად არის დადგენილი ღმრთისმსახურების წიგნებში, და მოძრავი, რომელშიც ყველა მოვლენა დამოკიდებულია დღეზე, როდესაც აღვნიშნავთ აღდგომას.
საეკლესიო წელიწადი შედგება ყოველდღიური ღვთისმსახურებისგან და დღესასწაულებისგან. მთელი წლის განმავლობაში ეკლესია იხსენებს წმიდანებს, თითოეულ მათგანს თავისი დღე აქვს განკუთვნილი. დღესასწაულები დაწესებულია: ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენების აღსანიშნავად, ასეთებია შობა, ნათლისღება, მირქმა, აღდგომა, ამაღლება, ფერისცვალება; ღვთისმშობლის თაყვანსაცემად - შობა, ტაძრად მიყვანება, ხარება, მიძინება; უსხეულო ძალთა (ანგელოზთა და მთავარანგელოზთა) და წმიდანთა თაყვანსაცემად; ეკლესიის ცხოვრების მნიშვნელოვანი ფაქტების სამახსოვროდ — სულთმოფენობა, ჯვართამაღლება, მსოფლიო კრებები და სხვა მოვლენები.
მართლმადიდებლური კალენდრით აღდგომა ყველაზე მთავარი დღესასწაულია. 325 წელს ნიკეის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებით, დღესასწაულის თარიღის გამოთვლა გაზაფხულის ბუნიობის (დღისა და ღამის თანასწორობა) მიხედვით ხდება.
2023 წელს მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეს აღდგომას 16 აპრილს იზეიმებს.
ყველა ახალი ამბავი
0