მიმოხილვა: პოლონეთი უკრაინას თორმეტ Leopard-ს გადასცემს: ნატო „ხიდებს წვავს“?

© Belgian combat camera team / Corporal-chef Sedeyn Ritchie
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2023
გამოწერა
პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ 11 იანვარს ლვოვში გამოაცხადა, რომ კიევს „საერთაშორისო კოალიციის“ ძალისხმევის ფარგლებში გადასცემს 12 ტანკს Leopard 2-ს. ამერიკულმა გამოცემამ Breaking Defense-მა ვარშავის ამ ნაბიჯში ამოიკითხა „კოლექტიური დასავლეთის შეხედულებების არსებითი ცვლილება“ და ევროპაში საომარი მოქმედებების ესკალაციისთვის მზადყოფნა.
ევროპის 13 ქვეყანა (უნგრეთი, გერმანია, საბერძნეთი, დანია, ნიდერლანდი, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, თურქეთი და ფინეთი) ფლობს სხვადასხვა მოდიფიკაციის 2 ათას ტანკს Leopard-ს. ბრიტანეთმა ამას წინათ განაცხადა უკრაინისთვის 10 ერთეული Challenger 2-ის გადაცემის მზადყოფნაზე.
თუმცა რუსულმა ჯარმა 10 თვეში გაანადგურა უკრაინის შეიარაღებული ძალების 7480 ტანკი და ჯავშანმანქანა. შესაბამისად, უკრაინას „ლეოპარდების“ მთელი ევროპული არმადა მხოლოდ სამ თვეს ეყოფა. ხოლო თუ უკრაინა აშშ-ის არმიის ყველა ტანკს მიიღებს – 4000-ზე ოდნავ მეტს, დაახლოებით 10 თვეს გაძლებს. და რა იქნება შემდეგ?
უკრაინული წყაროები იუწყებიან, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია კიევისგან ითხოვს მელიტოპოლზე კონტრშეტევის წამოწყებას, „გამოყოფს“ ტანკებს ყირიმის სახმელეთო დერეფნის ბლოკადისა და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ხელში ჩასაგდებად. ნატოს ქვეყნები აშშ-ის თაოსნობით აგრესიულად და უგუნურად აიძულებენ რუსეთს, იმოქმედოს მკაცრად და ასიმეტრიულად.

გეგმა „ლეოპარდი“

ნატოს სტრატეგები ფიქრობენ, რომ უკრაინა ომის ახალ ფაზაზე უნდა გადავიდეს და ამ ძალისხმევის საფუძველი უნდა გახდეს Leopard-ების მიწოდების ევროპული გეგმა. 2022 წლის გაზაფხულზე კიევმა ითხოვა 88 ტანკი Leopard 1A5 და 100 ქვეითთა საბრძოლო მანქანა Marder. დღეს კი კონტრშეტევისთვის მთავარსარდალ ზალუჟნის სჭირდება 300-350 ერთეული უფრო თანამედროვე Leopard 2, ასევე 600-700 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ნატოს სტანდარტის 500 ჰაუბიცა. თანაც მხოლოდ ერთი ოპერაციისთვის. კიევის მადა იზრდება, ჯარის მოქმედების ეფექტურობა - მცირდება. ამერიკელები აპირებენ უკრაინის თემაზე დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის შექმნას.
აშშ-ის მოლაპარაკება ამერიკული Abrams-ის ტანკების მიწოდებაზე გრძელდება და თეთრი სახლის ადმინისტრაცია საუკეთესო გადაწყვეტილებად მიიჩნევს ევროპული ტანკების გადაცემას. პენტაგონი არ აპირებს თავისი ტანკების გაგზავნას უკრაინაში. ამასობაში ევროპის ქვეყნების პოზიციები უკრაინის მიმართ არაერთგვაროვანია.
ლონდონში არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება კიევისთვის 10-12 ტანკის Challenger 2-ის მიწოდებაზე, მიუხედავად იმისა, რომ, ბრიტანეთის გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის რიჩარდ დანატის აზრით, ეს რაოდენობა მხოლოდ სიმბოლური ჟესტია.
გერმანიაში აღნიშნეს, რომ პოლონეთის პრეზიდენტმა დუდამ ფაქტობრივად უკრაინის ტერიტორიაზე გერმანული ტანკების გამოყენების სანქცია გასცა ისე, რომ გერმანიისთვის Leopard-ის უკრაინაში რეექსპორტის ნებართვა არც უკითხავს. გამოცემა Die Welt ამას კანცლერ ოლაფ შოლცის უპრეცედენტო პირად შეურაცხყოფად აფასებს.
პოლონეთი და საფრანგეთი ცდილობენ აიძულონ გერმანია, უკრაინას გადასცეს Leopard-ის ტანკები და ამ მიზნის მიღწევას 22 იანვრამდე აპირებენ.
მეორე მხრივ, კიევი იმედოვნებს, რომ მომავალში HIMARS-სთვის ATACMS-ის რაკეტებს, 10 ბატარეა Patriot-ს და ნატოს დამრტყმელ ავიაციას მიიღებს.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ისაუბრა რუსული დამრტყმელი შეიარაღების არსენალის გაფართოებაზე და სპეცოპერაციის ზონაში გაერთიანებული საჯარისო დაჯგუფების მეთაურად ვალერი გერასიმოვი დანიშნა. იგი ფლობს სათანადო კომპეტენციას და უფლებამოსილების ფართო სპექტრს მოწინააღმდეგის ყველა ძალითა და საშუალებით სწრაფად გასანადგურებლად.
რაც შეეხება კიევისთვის Leopard 2-ისა და Challenger 2-ის სავარაუდო მიწოდებას, ბრძოლის ველზე ნებისმიერი ტანკი - სახარჯი მასალაა, არსებობს ჯავშნიანი სამიზნეების განადგურების მრავალი საშუალება. აღსანიშნავია, რომ სოლედარის აღებისას რუსეთის ჯარმა გაანადგურა და ტროფეის სახით წამოიღო უკრაინის შეიარაღებული ძალების 70-ზე მეტი ერთეული უცხოური ტექნიკა, მათ შორის ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორი М113.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0