https://sputnik-georgia.com/20230113/julia-robertsma-tavisi-namdvili-gvari-seityo-273909685.html
ჯულია რობერტსმა თავისი ნამდვილი გვარი შეიტყო: ვიდეო
ჯულია რობერტსმა თავისი ნამდვილი გვარი შეიტყო: ვიდეო
Sputnik საქართველო
ჯულია რობერტსმა თავისი ნამდვილი გვარი პროგრამა „ფესვების ძიებაში“ შეიტყო, რომლის ვიდეოჩანაწერსაც აქვე გთავაზობთ. 13.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-13T16:23+0400
2023-01-13T16:23+0400
2023-01-13T20:59+0400
საზოგადოება
ყვითელი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0d/273909368_0:225:1985:1342_1920x0_80_0_0_3ed2b9daf104bbda51c185b1e49aa2df.jpg
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ამერიკელმა მსახიობმა, 55 წლის ჯულია რობერტსმა ოჯახური საიდუმლო გაამხილა: მისი გვარი რობერტსი სულაც არ ყოფილა, წერს გამოცემა Page Six.გავრცელებული ინფორმაციით, კინოვარსკვლავმა მონაწილეობა მიიღო პროგრამაში „ფესვების ძიება“, რომელსაც ჰარვარდელი პროფესორი, დოქტორი ჰენრი ლუი გეიტსი უძღვება.სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში აღმოაჩინა მსახიობმა, რომ მის დიდ ბებიას, როდა სატლ რობერტსს ქმრის, უილის რობერტსის გარდაცვალების შემდეგ ცოლიან მამაკაცთან ჰქონია რომანი.შესაბამისად, დადგინდა, რომ უილის რობერტსი ჯულიას წინაპარი ვერ იქნებოდა.როგორც პროფესორი ამბობს, მსახიობის დნმ შეისწავლა, რათა მისი ბიოლოგიური დიდი პაპა ეპოვა. და იპოვა კიდეც.მანამდე, რამდენიმე თვის წინ ჯულია რობერტსმა თავისი ოჯახის შესახებ კიდევ ერთი ფაქტი შეიტყო. როგორც გაირკვა, მის დაბადებაში დიდი როლი შეასრულეს მარტინ-ლუთერ კინგი-უმცროსმა და მისმა მეუღლემ კორეტა სკოტ კინგმა. სწორედ მათ დაფარეს საავადმყოფოს ხარჯები ჯულიას დაბადებისთვის, ვინაიდან ოჯახს ამის საშუალება არ ჰქონდა.წყარო: Page Six
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0d/273909368_0:68:1985:1557_1920x0_80_0_0_1587781d65c4975ea00dee7bd6f5871b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება
ჯულია რობერტსმა თავისი ნამდვილი გვარი შეიტყო: ვიდეო
16:23 13.01.2023 (განახლებულია: 20:59 13.01.2023) ჯულია რობერტსმა თავისი ნამდვილი გვარი პროგრამა „ფესვების ძიებაში“ შეიტყო, რომლის ვიდეოჩანაწერსაც აქვე გთავაზობთ.
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. ამერიკელმა მსახიობმა, 55 წლის ჯულია რობერტსმა ოჯახური საიდუმლო გაამხილა: მისი გვარი რობერტსი სულაც არ ყოფილა, წერს გამოცემა Page Six.
გავრცელებული ინფორმაციით, კინოვარსკვლავმა მონაწილეობა მიიღო პროგრამაში „ფესვების ძიება“, რომელსაც ჰარვარდელი პროფესორი, დოქტორი ჰენრი ლუი გეიტსი უძღვება.
სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში აღმოაჩინა მსახიობმა, რომ მის დიდ ბებიას, როდა სატლ რობერტსს ქმრის, უილის რობერტსის გარდაცვალების შემდეგ ცოლიან მამაკაცთან ჰქონია რომანი.
„ჯორჯიის არქივების შესწავლისას აღმოვაჩინეთ, რომ სადღაც 1850-იან წლებში როდა ცოლად გაჰყვა უილის რობერტსს. ჯულია მის გვარს ატარებს, მაგრამ უილისი 1864 წელს გარდაიცვალა, ანუ ათი წლით იმაზე ადრე, ვიდრე როდას ჯულიას დიდი პაპა ჯონი შეეძინებოდა“, — ამბობს ჰენრი ლუი გეიტსი.
შესაბამისად, დადგინდა, რომ უილის რობერტსი ჯულიას წინაპარი ვერ იქნებოდა.
როგორც პროფესორი ამბობს, მსახიობის დნმ შეისწავლა, რათა მისი ბიოლოგიური დიდი პაპა ეპოვა. და იპოვა კიდეც.
„ჩვენ არაერთი დამთხვევა აღმოვაჩინეთ, რომლებიც ჯულიასა და მის ბიძაშვილს ერთ ადამიანთან აკავშირებს: ეს ჰენრი მაკდონალდ მიტჩელი-უმცროსია“, — აცხადებს ჰენრი ლუი გეიტსი.
მანამდე, რამდენიმე თვის წინ ჯულია რობერტსმა თავისი ოჯახის შესახებ კიდევ ერთი ფაქტი შეიტყო. როგორც გაირკვა, მის დაბადებაში დიდი როლი შეასრულეს მარტინ-ლუთერ კინგი-უმცროსმა და მისმა მეუღლემ კორეტა სკოტ კინგმა. სწორედ მათ დაფარეს საავადმყოფოს ხარჯები ჯულიას დაბადებისთვის, ვინაიდან ოჯახს ამის საშუალება არ ჰქონდა.