ეროვნულმა არქივმა რესტავრაცია 19 ათასამდე დოკუმენტს ჩაუტარა

© National Archives of Georgiaდოკუმენტების რესტავრაცია
დოკუმენტების რესტავრაცია
 - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2023
გამოწერა
არსებული ვერსიით, საქართველოში დოკუმენტური ძეგლების შენახვა ჯერ კიდევ VI საუკუნეში დაიწყო.
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. 2022 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ არქივში რესტავრაცია ჩაუტარდა 18 ათასზე მეტ ფურცელს, 12 აფიშას, 220 გაზეთს, ორ ფოტოალბომსა და 90-მდე ტექნიკურ დიდფორმატიან ნახაზს, ნათქვამია ეროვნული არქივის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რესტავრატორებმა იმუშავეს ისტორიულ, უახლესი ისტორიისა და კინო-ფოტო დოკუმენტების ცენტრალურ არქივებში დაცულ მასალებზე.
რესტავრირებულ მასალებს შორისაა ისტორიული საბუთები, XVII საუკუნის სვინაქსარი (სასულიერო კრებული – წმინდანთა ცხოვრებისა და დღესასწაულთა მოკლე აღწერილობა), მხატვრული ფილმების აფიშები, რიონჰესის მშენებლობის ფოტოები, გაზეთები „მხედარი“ (1920 წელი) და „სახალხო საქმე“ (1917 წელი).
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ეროვნული არქივის რესტავრატორებმა მუშაობა დაიწყეს XII-XIII საუკუნეების ქურაშის ოთხთავზე, რომელიც ეტრატზეა შესრულებული და პალიმფსესტურ ფურცლებს შეიცავს.
© Facebook / artpalace.geდოკუმენტების რესტავრაცია
Архив грузинского поэта Акакия Церетели - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2023
დოკუმენტების რესტავრაცია
ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი სიახლე იყო 2022 წლის ნოემბერში ქუთაისის ცენტრალურ არქივში რესტავრაციის ლაბორატორიის გახსნა. აქ რესტავრაცია უკვე ჩაუტარდა საარქივო დოკუმენტების 300-ზე მეტ ფურცელს.
საქართველოს ეროვნული არქივი 1920 წლის 23 აპრილს დაარსდა. ოფიციალური ვერსიით, საქართველოში დოკუმენტური ძეგლების შენახვა ჯერ კიდევ VI საუკუნეში დაიწყო.
2015 წელს საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული უძველესი ხელნაწერები იუნესკოს პროგრამა „მსოფლიო მეხსიერების“ რეესტრში შეიტანეს.
ყველა ახალი ამბავი
0