საქართველოს ვიცე-პრემიერი: სომხეთთან ურთიერთობებში მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2023
გამოწერა
დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს ტურისტულ ბაზარზე სომხეთი მესამე ადგილს იკავებს.
თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობები აქტიურად ვითარდება და პროგრესი უკვე შესამჩნევია, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
ერევანში ხუთშაბათს საქართველო-სომხეთის მთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის მე-12 სხდომა გაიმართა.

„ბოლო წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები. მნიშვნელოვნად გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა – გასული წლის 11 თვის მონაცემებით, სავაჭრო ბრუნვა 70%-ით გაიზარდა და მილიარდ დოლარს გადასცდა“, – განაცხადა დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრმა ასევე აღნიშნა საქართველოში სომხეთის მოქალაქეების ვიზიტების რაოდენობის ზრდა.
„2022 წელს დაახლოებით 700 ათასამდე ვიზიტორი გვყავდა სომხეთიდან. ზოგადად, მზარდია ტურისტული ნაკადი და საქართველოს ტურისტულ ბაზარზე სომხეთი მესამე ადგილს იკავებს“, – განაცხადა დავითაშვილმა.
ღარიბაშვილი: საქართველო-სომხეთის მთავრობათშორისი კომისია კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია>>>
მისი თქმით, ამ ეტაპზე ქვეყნები განიხილავენ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობას, ასევე საქართველოს ახალი შესაძლებლობების გამოყენებას ევროპასთან ელექტროენერგიით ვაჭრობის კუთხით.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის და სხვა სფეროებში.
დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში საქართველომ და სომხეთმა გააფორმეს 88 საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი ვაჭრობის, მეწარმეთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0