მოსაზრება: ვაშინგტონმა ახალი „ევროპის პატრონი“ აირჩია

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2023
გამოწერა
დავიდ ნარმანია
პოლონეთი კიევს ტანკების ჩუქებას დაჰპირდა. ამასთანავე ის აქტიურად განაგრძობს შეიარაღებას. ვარშავამ კიევს სოციალისტური ეპოქიდან შემორჩენილი 240 ერთეული Т-72, ტანკი PT-91 Twardy, საბჭოთა БМ-21, САУ Krab გაუგზავნა. სულ სამი მილიარდი ევროს ღირებულების ტექნიკა, რაც პოლონეთის მშპ-ის 0,5%-ია. უფრო თავგანწირულები ზელენსკის დახმარების საქმეში აღმოჩნდნენ მხოლოდ ესტონეთი და ლატვია, რომლებმაც არ დაიშურეს მშპ-ის 1,1 და 0,93 პროცენტი.
ვარშავის მიერ დახარჯული ფულის ნახევარზე მეტი, 1,8 მილიარდი სწორედ სამხედრო ტრანშზე დაიხარჯა. თუმცა პოლონეთი არ დასუსტდება: ეხმარებიან მოკავშირეები, პირველ ყოვლისა, აშშ. გასულ კვირაში ნაციონალური თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა 116 ერთეული ტანკის Abrams-ის შეძენაზე. უკრაინას კი „ლეოპარდის“ 10-12 მანქანას გადასცემენ.
ეს ვარშავას შესაძლებლობას მისცემს, გვერდზე ჩასწიოს ბერლინი და გახდეს რუსული საფრთხისგან ევროპის მთავარი დამცველი.
გამოირკვა, რომ გერმანული სამხედრო ტექნიკის დიდი ნაწილი გამოუსადეგარია, მაგალითად, Puma და САУ PzH 2000. ანალოგიური პრობლემებია სამხედრო-საჰაერო ძალებშიც: არ ჰყოფნით დამრტყმელი ვერტმფრენები, მრავალმიზნობრივი ვერტმფრენები NH-90 და „ტორნადოს“ მოძველებული ბომბდამშენებიც კი.
მეტიც, ენერგორესურსების უკმარისობის გამო, რომლითაც გერმანიას რუსეთი ამარაგებდა, იგი ვერ ზრდის სამხედრო მრეწველობას საჭირო დონემდე. პოლონეთი კი მსგავს პრობლემებს არ შეჯახებია.

კურსი დასავლეთისკენ

ვარშავას აქტიურად უჭერენ მხარს, თანაც დიდი ხანია. ჯერ კიდევ 1989 წლიდან პოლონეთმა ვაშინგტონთან დაახლოების კურსი აირჩია. ამას, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან შედარებით, მეტ-ნაკლებად შეუწყო ხელი უმტკივნეულო ეკონომიკურმა ტრანსფორმაციებმა.
მაშინ ნატოს თემა არ იხილებოდა. პოლიტიკოსები ირწმუნებოდნენ, რომ ევროკავშირის უსაფრთხოების სისტემას შეუერთდებოდნენ. თუმცა 1999 წელს პოლონეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდა.
მას შემდეგ ის „ნატოს აღმოსავლეთი ფლანგი“ გახდა. ქვეყანაში ალიანსის ხუთი და აშშ-ის ათეული ბაზაა. პენტაგონი კიდევ ორის მოწყობას გეგმავს.

მილიტარიზაცია პოლონურად

1990-იანი წლების დასაწყისში პოლონეთს 400.000-იანი არმია ჰყავდა, 700 ერთეული Т-72, ასობით ჯავშანტრანსპორტიორი, ათობით ვერტმფრენი Ми-2, Ми-8 და Ми-24.
შეიარაღებული ძალები თანდათანობით შემცირდა და 2013 წლისთვის 120.000 ადამიანი დარჩა. ამას ნაწილობრივ საკონტრაქტო სამსახურზე გადასვლამ შეუწყო ხელი.
პარალელურად ჯარმა მოდერნიზაცია განიცადა. საბჭოთა ტექნიკის ნაწილი საწყობში გადაიტანეს და თანამედროვე მოდელებით ჩაანაცვლეს. დარჩენილ Т-72-ს დაუმატეს ორი ასეული PT-91 Twardy – საბჭოთა მანქანის ადგილობრივი მოდიფიკაცია. მოგვიანებით კი სხვადასხვა მოდიფიკაციის თითქმის 250 ერთეული Leopard 2 და სამი ათეული „აბრამსი“.
განახლდა თვითმავალი არტილერიის პარკიც, პირველ რიგში, პოლონეთში გამოშვებული 155 მმ-იანი AHS Krab ჰაუბიცებით.
ვარშავა აქტიურად ყიდულობდა ასევე ამერიკულ თვითმფრინავებს: 2020 წლისთვის მის ავიაპარკში იყო 50 F-16. შეთანხმდნენ 32 უახლესი F-35-ის შეძენაზე.
შარშან პოლონეთის ხელისუფლებამ ახალი მომწოდებელი იპოვა – სამხრეთი კორეა. სეულთან ხელი მოეწერა კონტრაქტებს ტექნიკის უზარმაზარ რაოდენობაზე:
1000 ტანკი К2 Black Panther;
600 ჰაუბიცა К9;
გამანადგურებლის FA-50 სამი ესკადრილია.
მაგრამ ამით არ შემოიფარგლნენ. მარტში პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ხელი მოაწერა კანონს „სამშობლოს დაცვის შესახებ“, რომლის მიხედვითაც, 2023 წლიდან სამხედრო ხარჯმა მშპ-ის არანაკლებ სამი პროცენტი უნდა შეადგინოს. ამის გარდა, გაიზარდება ჯარის რიცხოვნობაც – ორჯერ, 300.000 კაცამდე.
250.000 მათგანი პროფესიონალი სამხედრო იქნება, 50.000 – ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლი.
მოიმატებს რეზერვისტების რაოდენობაც. ამ ნაბიჯმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, გაზაფხულზე ხელისუფლებას 200.000-მდე მოქალაქის გაწვევა სურს.
„რუსული საფრთხისგან დასაცავად ახალ გერმანიად გარდაქმნა არც ისე სწრაფი პროცესია, გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება კი – კონკრეტული ღონისძიება, რომლის ხორცშესხმაც ადვილია, – დარწმუნებულია ექსპერტი კონსტანტინ სივკოვი. – ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ წვრთნების საბაბით ჯარი შეიყვანონ დასავლეთ უკრაინაში“.
ასეთი მილიტარიზაცია პოლონეთს არა მარტო საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერებაში ეხმარება, არამედ „ევროპის ფარის“ პრეტენდენტადაც აქცევს. თუ ვარშავა ამას მოახერხებს, სამხედრო ბონუსებს პოლიტიკურიც მოჰყვება, რაც საბოლოოდ შეცვლის კონტინენტზე ძალთა ბალანსს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0