კრემლი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის წამოსაყენებლად ემზადება

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.01.2023
გამოწერა
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. კრემლმა რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო, რომელიც 2024 წელს უნდა ჩატარდეს, იუწყება გამოცემა კომერსანტი კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი წყაროების ვარაუდით, უკრაინასთან მიმდინარე კონფლიქტი ხელს ვერ შეუშლის არჩევნების დაგეგმილ დროზე ჩატარებას, რომელშიც ვლადიმირ პუტინიც მიიღებს მონაწილეობას.

„წყაროების ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიდაპოლიტიკური ბლოკის წარმომადგენლები სხვადასხვა საარჩევნო სცენარს ამუშავებენ და გამოდიან იქიდან, რომ კამპანია გეგმის მიხედვით წარიმართება 2024 წელს და მასში მონაწილეობას პუტინიც მიიღებს“, — წერს გამოცემა.

„კომერსანტის“ ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა საექსპერტო საზოგადოებასთან შესაბამისი კონსულტაციები გამართეს. ჯერჯერობით კვლევა წინასწარი ხასიათისაა: იდეოლოგიური კომპონენტის მკაფიო კონტურები ჯერ არ გამოკვეთილა, თუმცა, სავარაუდოდ, ის ერთიანობის თემაზე იქნება დაფუძნებული.
კრემლის წარმომადგენლები ასევე აპირებენ ყურადღებით დააკვირდნენ 2023 წლის რეგიონულ არჩევნებს, რათა მათი გამოცდილება გაითვალისწინონ მომავალ ფედერალურ არჩევნებში.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტსაა დაგეგმილი. საარჩევნო კამპანია 2023 წლის დეკემბერში დაიწყება.
ყველა ახალი ამბავი
0