https://sputnik-georgia.com/20230112/yvelaze-kriminaluri-qveynebis-reitingi-273876489.html
საქართველო კრიმინალური ქვეყნების რეიტინგში: განახლებული მონაცემები
საქართველო კრიმინალური ქვეყნების რეიტინგში: განახლებული მონაცემები
Sputnik საქართველო
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. ანალიტიკურმა გამოცემა World Population Review-მ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო ქვეყნებში დანაშაულის დონეს აფასებს. 12.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-12T17:43+0400
2023-01-12T17:43+0400
2023-07-20T15:49+0400
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23482/27/234822722_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_1149f93853e9ce32ab6e2d6f69421866.jpg
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. ანალიტიკურმა გამოცემა World Population Review-მ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო ქვეყნებში დანაშაულის დონეს აფასებს.კვლევის თანახმად, 2023 წლის დასაწყისისთვის კრიმინალის მხრივ გამოირჩეოდნენ და რეიტინგის პირველ ათეულში შევიდნენ: ვენესუელა, პაპუა-ახალი გვინეა, სამხრეთი აფრიკა, ავღანეთი, ჰონდურასი, ტრინიდადო და ტობაგო, გაიანა, სალვადორი, ბრაზილია და იამაიკა.კვლევის ავტორების თქმით, კრიმინალის მაღალ დონეს აღნიშნულ ქვეყნებში სიღარიბე და უმუშევრობა განაპირობებს.ყველაზე ნაკლები დანაშაული მსოფლიოს იმ ქვეყნებში ფიქსირდება, სადაც პოლიციის მხრიდან კონტროლი და დანაშაულისთვის სასჯელები საკმაოდ მკაცრია.ასეთთა შორის არიან: კატარი, არაბთა გაერთიანებულ საამიროები, ტაივანი, კუნძული მენი, ომანი, შვეიცარია, დანია, ნორვეგია, იაპონია და ახალი ზელანდია. სწორედ ეს ქვეყნები აღმოჩნდნენ რეიტინგის ბოლო ათეულში.რაც შეეხება საქართველოს, მსოფლიოს 136 სახელმწიფოს შორის ის ერთ-ერთ ბოლო ადგილზე, 126-ე პოზიციაზე აღმოჩნდა 23,38 ქულით, რაც ამ რეიტინგის შემთხვევაში დადებითი შეფასებაა.წყარო: World Population Review
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23482/27/234822722_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_108435ed10fe8ac63b3a0f8f922c3e69.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. ანალიტიკურმა გამოცემა World Population Review-მ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო ქვეყნებში დანაშაულის დონეს აფასებს.
კვლევის თანახმად, 2023 წლის დასაწყისისთვის კრიმინალის მხრივ გამოირჩეოდნენ და რეიტინგის პირველ ათეულში შევიდნენ: ვენესუელა, პაპუა-ახალი გვინეა, სამხრეთი აფრიკა, ავღანეთი, ჰონდურასი, ტრინიდადო და ტობაგო, გაიანა, სალვადორი, ბრაზილია და იამაიკა.
კვლევის ავტორების თქმით, კრიმინალის მაღალ დონეს აღნიშნულ ქვეყნებში სიღარიბე და უმუშევრობა განაპირობებს.
ყველაზე ნაკლები დანაშაული მსოფლიოს იმ ქვეყნებში ფიქსირდება, სადაც პოლიციის მხრიდან კონტროლი და დანაშაულისთვის სასჯელები საკმაოდ მკაცრია.
ასეთთა შორის არიან: კატარი, არაბთა გაერთიანებულ საამიროები, ტაივანი, კუნძული მენი, ომანი, შვეიცარია, დანია, ნორვეგია, იაპონია და ახალი ზელანდია. სწორედ ეს ქვეყნები აღმოჩნდნენ რეიტინგის ბოლო ათეულში.
რაც შეეხება საქართველოს, მსოფლიოს 136 სახელმწიფოს შორის ის ერთ-ერთ ბოლო ადგილზე, 126-ე პოზიციაზე აღმოჩნდა 23,38 ქულით, რაც ამ რეიტინგის შემთხვევაში დადებითი შეფასებაა.