https://sputnik-georgia.com/20230112/ungretsi-qali-parlaments-raketebis-srolit-emuqreboda-273859942.html
დაკავებულია ქალი, რომელიც პარლამენტის აფეთქებით იმუქრებოდა
დაკავებულია ქალი, რომელიც პარლამენტის აფეთქებით იმუქრებოდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. უნგრეთის პოლიციამ დააკავა ქალი, რომელიც ქვეყნის პარლამენტს რაკეტების სროლით ემუქრებოდა, ნათქვამია პოლიციის ცნობაში. 12.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-12T11:23+0400
2023-01-12T11:23+0400
2023-07-20T15:49+0400
მსოფლიო დღეს
უნგრეთი
შემთხვევები
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23945/44/239454494_0:102:1920:1182_1920x0_80_0_0_0ae3ad327d76c122ea1563e072bc3b60.jpg
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. უნგრეთის პოლიციამ დააკავა ქალი, რომელიც ქვეყნის პარლამენტს რაკეტების სროლით ემუქრებოდა, ნათქვამია პოლიციის ცნობაში.გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა 7 იანვარს უდიდეს ვიდეოჰოსტინგზე გამოაქვეყნა მუქარის შემცველი კადრები. აღნიშნული ვიდეო მეორე დღეს შენიშნა ერთ-ერთმა მოქალაქემ და პოლიცია მაშინვე ჩააყენა საქმის კურსში.ბუდაპეშტელმა სამართალდამცველებმა სასწრაფოდ დაიწყეს გამოძიება და მალევე ვიდეოჩანაწერის ავტორის ვინაობა და საცხოვრებელი ადგილი დაადგინეს. თუმცა ქალი იურიდიულ მისამართზე ვერ იპოვეს და ტელეფონით დაუკავშირდნენ. ვიდეოს ავტორმა სამართალდამცველებს განუცხადა, რომ საზღვარგარეთ იმყოფებოდა, მაგრამ ის იმავე დღეს დააკავეს ნიუგატის რკინიგზის სადგურზე.ეს 41 წლის კ. მერსედესი აღმოჩნდა, რომელმაც განაცხადა, რომ ვიდეო „სახალისოდ ჩაწერა“, როდესაც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო.გამომდინარე იქიდან, რომ დაკავებისას მას მართლაც აღმოუჩინეს რამდენიმე გრამი საეჭვო ნივთიერება, სამართალდამცველებმა, გარდა საზოგადოებრივად საშიში დანაშაულის ჩადენის განზრახვისა, მას ბრალი ამ მუხლითაც წაუყენეს.
უნგრეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23945/44/239454494_105:0:1816:1283_1920x0_80_0_0_3e5d510de79576cba7a28f9166b68c1e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
უნგრეთი, შემთხვევები, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
უნგრეთი, შემთხვევები, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. უნგრეთის პოლიციამ დააკავა ქალი, რომელიც ქვეყნის პარლამენტს რაკეტების სროლით ემუქრებოდა, ნათქვამია პოლიციის
ცნობაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა 7 იანვარს უდიდეს ვიდეოჰოსტინგზე გამოაქვეყნა მუქარის შემცველი კადრები. აღნიშნული ვიდეო მეორე დღეს შენიშნა ერთ-ერთმა მოქალაქემ და პოლიცია მაშინვე ჩააყენა საქმის კურსში.
ბუდაპეშტელმა სამართალდამცველებმა სასწრაფოდ დაიწყეს გამოძიება და მალევე ვიდეოჩანაწერის ავტორის ვინაობა და საცხოვრებელი ადგილი დაადგინეს. თუმცა ქალი იურიდიულ მისამართზე ვერ იპოვეს და ტელეფონით დაუკავშირდნენ.
ვიდეოს ავტორმა სამართალდამცველებს განუცხადა, რომ საზღვარგარეთ იმყოფებოდა, მაგრამ ის იმავე დღეს დააკავეს ნიუგატის რკინიგზის სადგურზე.
ეს 41 წლის კ. მერსედესი აღმოჩნდა, რომელმაც განაცხადა, რომ ვიდეო „სახალისოდ ჩაწერა“, როდესაც ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო.
გამომდინარე იქიდან, რომ დაკავებისას მას მართლაც აღმოუჩინეს რამდენიმე გრამი საეჭვო ნივთიერება, სამართალდამცველებმა, გარდა საზოგადოებრივად საშიში დანაშაულის ჩადენის განზრახვისა, მას ბრალი ამ მუხლითაც წაუყენეს.