„თბილსერვის ჯგუფი“: დედაქალაქში გზები 24-საათიან რეჟიმში იწმინდება

© Tbilisi City Hallთბილისში გზები ინტენსიურად იწმინდება
თბილისში გზები ინტენსიურად იწმინდება - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2023
გამოწერა
გზის გაწმენდის სამუშაოებში 350-მდე თანამშრომელი და სპეცტექნიკაა ჩართული, განაცხადეს კომპანიაში.
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. დედაქალაქში მოსული თოვლის გამო შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდასა და ტექნიკური მარილის დაყრას განაგრძობს, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„თბილსერვის ჯგუფის“ ცნობით, ტექნიკური მარილი მთელი ღამის განმავლობაში იყრებოდა დედაქალაქის ყველა რაიონის ცენტრალურ ქუჩებსა და თბილისს შემოერთებული ტერიტორიების გზებზე. დაბალი ტემპერატურის გამო სამუშაოები დღესაც, დილიდანვე გაგრძელდა.

„ყინვის გამო გზები მოლიპულია. გზის გაწმენდის სამუშაოებში, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, ჩართულია 350-მდე თანამშრომელი. იწმინდება არა მარტო ცენტრალური გზები და მოედნები, არამედ ბორდიურები, მიწისქვეშა გადასასვლელები, კიბეები და გაჩერებები“, – განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ.

მისი თქმით, ჯამში 1.000 ტონაზე მეტი მარილი დაიყარა ბოლო დღეების განმავლობაში. სამუშაოებში 30-ზე მეტი სპეცტექნიკაა ჩართული.
„პრიორიტეტულია პირველი კატეგორიის ქუჩები, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი გადაადგილდება. კოორდონაციაში ვართ საპატრულო პოლიციასთან და თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან, ასევე რეაგირების გარეშე არ რჩება ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებები“, – აღნიშნა ფაჩულიამ.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები გადაადგილდნენ ზამთრის საბურავების მქონე ავტომანქანებით.
პრობლემის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ „თბილსერვის ჯგუფისა“ და თბილისის მერიის „ცხელ ხაზზე" – 2 61 90 50, 2 72 22 22.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0