თბილისში ლეკვების გაჩუქების აქცია გაიმართება

© photo: Sputnik / Stringerთამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი
თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2023
გამოწერა
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. ორბელიანის მოედანზე მოწყობილ „საახალწლო სოფელში“ 12 იანვარს გაიმართება ლეკვების გაჩუქების აქცია, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერი მსურველი შეძლებს ახალი ოთხფეხა მეგობრის პოვნას, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ღონისძიება, რომელიც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით ტარდება, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნებიან ცხოველთა თავშესაფარში დატოვებული ლეკვები. ღონისძიება 18:00 საათზე დაიწყება.
გარდა ამისა, სააგენტოს წარმომადგენლები სტუმრებს ცხოველთა სტერილიზაციისა და რეგისტრაციის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტებს დაურიგებენ.
მათ კი, ვინც მოისურვებს ცხოველის სახლში წაყვანას, აუცილებელი ვეტერინარული პროცედურების თაობაზე საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან.
ყველა ახალი ამბავი
0