https://sputnik-georgia.com/20230112/saqartvelos-rkinigzaze-uamindobis-gamo-problemebi-seiqmna-273885880.html
საქართველოს რკინიგზაზე უამინდობის გამო პრობლემები შეიქმნა
საქართველოს რკინიგზაზე უამინდობის გამო პრობლემები შეიქმნა
Sputnik საქართველო
უამინდობის გამო „საქართველოს რკინიგზა“ ვერ უზრუნველყოფს მგზავრთა შეუფერხებელ ტრანსპორტირებას. 12.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-12T20:00+0400
2023-01-12T20:00+0400
2023-01-16T12:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
ტრანსპორტი საქართველოში
ვითარება გზებზე
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24802/22/248022227_0:65:1440:875_1920x0_80_0_0_2aa6f35b12d061b378890e53b33d7bcb.jpg
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. დასავლეთ საქართველოში ძლიერი თოვისა და ქარის გამო მატარებლების გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.უამინდობის გამო საკონტაქტო ქსელზე პერიოდულად იქმნება ძაბვის პრობლემები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მოძრაობის შეფერხება და მატარებლების შეყოვნება.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რკინიგზა მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს მგზავრთა შეუფერხებელი ტრანსპორტირება და თითოეულ მგზავრს სთავაზობს გამგზავრებამდე ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობას.მოგლეჯილია 50 ხე, დაზიანებულია სახურავები - ძლიერმა ქარმა გურია დააზარალა >>საქართველოში მეხუთე დღეა თოვს. დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში მეორე დღეა სტიქიას ებრძვიან. ძლიერმა ქარმა სახლების ნაწილს სახურავი ახადა, დააზიანა ავტომობილები, წააქცია ხეები და ელექტროგადამცემი ხაზების ბოძები. მოსახლეობას მოუწოდებენ, გარდა აუცილებელი შემთხვევებისა, თავი შეიკავონ ქუჩაში გადაადგილებისაგან. ჰაერის ტემპერატურა მინუს 4-5 გრადუსამდე დაეცა.სინოპტიკოსების პროგნოზებით, საქართველოში მხოლოდ 15 იანვრიდან გამოიდარებს, მანამდე კი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, დასავლეთში კი ძლიერი ქარი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24802/22/248022227_94:0:1346:939_1920x0_80_0_0_40f9c8991532bc7c91b1f0f06a619559.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, ტრანსპორტი საქართველოში, ვითარება გზებზე, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, ტრანსპორტი საქართველოში, ვითარება გზებზე, საზოგადოება
საქართველოს რკინიგზაზე უამინდობის გამო პრობლემები შეიქმნა
20:00 12.01.2023 (განახლებულია: 12:15 16.01.2023) უამინდობის გამო „საქართველოს რკინიგზა“ ვერ უზრუნველყოფს მგზავრთა შეუფერხებელ ტრანსპორტირებას.
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. დასავლეთ საქართველოში ძლიერი თოვისა და ქარის გამო მატარებლების გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები შეიქმნა, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.
უამინდობის გამო საკონტაქტო ქსელზე პერიოდულად იქმნება ძაბვის პრობლემები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მოძრაობის შეფერხება და მატარებლების შეყოვნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რკინიგზა მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს მგზავრთა შეუფერხებელი ტრანსპორტირება და თითოეულ მგზავრს სთავაზობს გამგზავრებამდე ბილეთის დაბრუნების შესაძლებლობას.
საქართველოში მეხუთე დღეა თოვს. დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში მეორე დღეა სტიქიას ებრძვიან. ძლიერმა ქარმა სახლების ნაწილს სახურავი ახადა, დააზიანა ავტომობილები, წააქცია ხეები და ელექტროგადამცემი ხაზების ბოძები. მოსახლეობას მოუწოდებენ, გარდა აუცილებელი შემთხვევებისა, თავი შეიკავონ ქუჩაში გადაადგილებისაგან. ჰაერის ტემპერატურა მინუს 4-5 გრადუსამდე დაეცა.
სინოპტიკოსების პროგნოზებით, საქართველოში მხოლოდ 15 იანვრიდან გამოიდარებს, მანამდე კი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, დასავლეთში კი ძლიერი ქარი.