როდიდან გამოიდარებს საქართველოში

© photo: Sputnik / Stringerვაკის პარკი
ვაკის პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2023
გამოწერა
ამინდი 9 იანვრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გაუარესდა.
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 15 იანვრიდან გამოიდარებს, მანამდე კი აღმოსავლეთ საქართველოში თოვლი, დასავლეთში კი ძლიერი ქარია ნავარაუდევი.
საქართველოში მეხუთე დღეა თოვს. ნისლის, ქარბუქისა და ცუდი ხილვადობის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე მოქმედებს შეზღუდვები. დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარის გამო ელექტროგადამცემი ხაზები და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. ჰაერის ტემპერატურა მინუს 4-5 გრადუსამდე დაეცა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თოვა 13 იანვრიდან შეწყდება და გამოიდარებს. კვირის ბოლოსთვის კი ჰაერი დღისით 5 გრადუსამდე გათბება.
ყველა ახალი ამბავი
0