რატომ არ შეიძლება ბევრი ყველის ჭამა: ოთხი სერიოზული მიზეზი

© Pixabay / Devanathყველი
ყველი - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2023
გამოწერა
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. თითქმის არ არსებობს კერძი, რომელსაც ყველი კიდევ უფრო გემრიელს არ ხდის, თუმცა ამ პროდუქტის გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას, აცხადებენ ექიმები.
მათი თქმით, ეს შესანიშნავი პროდუქტი მდიდარია ცილებით, კალციუმითა და ფოსფორით, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავს უჯრედისს.
ამასთან, ყველში ასევე შეიძლება შედიოდეს დიდი რაოდენობით გაჯერებული ცხიმები და ნატრიუმი, რის გამოც მისმა გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება ჯანმრთელობას არაერთი პრობლემა შეუქმნას.
ექიმები გვაფრთხილებენ, რომ თუ ზომიერებას არ დავიცავთ, ყველმა შეიძლება გამოიწვიოს:
წონაში მატება — მართალია, ყველი, ზოგადად, მაღალკალორიული არ არის (ზოგი სახეობის გამოკლებით, როგორებიცაა, მაგალითად, ჩედერი, ბავარია ბლუ, პეკორინო, კომტე), მაგრამ ზოგი მათგანი მაღალი ცხიმიანობით გამოირჩევა. ამ მიზეზით, თუ ყველს რეგულარულად მიირთმევთ დიდი რაოდენობით, წონაში მატებას დაიწყებთ.
კუჭის პრობლემები — ყველი შეიცავს ლაქტოზას, რომელსაც ზოგი ადამიანი ვერ ინელებს ფერმენტ ლაქტაზას დეფიციტის გამო. ასეთ შემთხვევაში ყველის დიდი რაოდენობით ჭამა იწვევს გაზების წარმოქმნას, შებერილობასა და ყაბზობას.
არტერიული წნევის მატება — ყველი, რომელიც ხელს უწყობს უჯრედებში წყლის ბალანსის შენარჩუნებას, მდიდარია ნატრიუმით, რომელიც არტერიულ წნევას ზრდის. გარდა ამისა, ნატრიუმის ჭარბი რაოდენობა აზიანებს თირკმელებს, იწვევს გულის დაავადებებსა და ოსტეოპოროზს.
გულის დაავადებები — ყველში შემავალი გაჯერებული ცხიმები ქოლესტერინის დონეს ზრდის, რომელიც, თავის მხრივ, გულის დაავადებების რისკს წარმოშობს.
ამასთანავე ექიმები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ყველის ზომიერად ჭამა არანაირ ზიანს არ აყენებს ორგანიზმს და, პირიქით, სასარგებლოც კია.
ყველა ახალი ამბავი
0