https://sputnik-georgia.com/20230112/moglejilia-50-xe-dazianebulia-saxurabevi-guria-zlierma-qarma-daazarala-273879165.html
მოგლეჯილია 50 ხე, დაზიანებულია სახურავები - ძლიერმა ქარმა გურიაც დააზარალა
მოგლეჯილია 50 ხე, დაზიანებულია სახურავები - ძლიერმა ქარმა გურიაც დააზარალა
Sputnik საქართველო
მოსახლეობას მოუწოდებენ, გარდა აუცილებელი შემთხვევებისა, თავი შეიკავონ ქუჩაში გადაადგილებისგან. 12.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-12T18:37+0400
2023-01-12T18:37+0400
2023-01-12T22:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
გურია
შემთხვევები საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0c/273875556_0:1:2049:1153_1920x0_80_0_0_f796824b3b1bae3293ce7de872e12804.jpg
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა 50-მდე ხე წააქცია, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, გაზსადენები და ელექტროგადამცემი ხაზები, იუწყება მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაცია.ძლიერი ქარის გამო ერთი ადამიანი დაშავდა. მანქანას, რომელშიც 35 წლის მამაკაცი იმყოფებოდა, ხე დაეცა. დაზარალებული ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს.ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე დილიდან შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.სენაკში მოგლეჯილი ხე მიკროავტობუსს დაეცა - არიან დაშავებულები >>„უკვე მეორე დღეა ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. მიყენებულ ზარალს მერიაში შექმნილი შესაბამისი კომისია ითვლის. მერიის ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმზეა გადასული. მოვუწოდებ მოსახლეობას, გარდა აუცილებელი შემთხვევისა, თავი შეიკავონ ქუჩაში გადაადგილებისაგან", – აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.ლანჩხუთის მერიამ ძლიერი ქარის გამო გამოწვეული სხვადასხვა საფრთხის ან დაზიანების შემთხვევებისთვის ცხელი ხაზი აამოქმედა: 591192366, 551094143.მუნიციპალიტეტში შექმნილი რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო 13 იანვარს დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები 15 იანვარს გაიმართება, აღნიშნეს უწყებაში.საქართველოში მეხუთე დღეა თოვს. დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში მეორე დღეა სტიქიას ებრძვიან. ძლიერმა ქარმა სახლების ნაწილს სახურავი ახადა, დააზიანა ავტომობილები, წააქცია ხეები და ელექტროგადამცემი ხაზების ბოძები. ჰაერის ტემპერატურა მინუს 4-5 გრადუსამდე დაეცა.სინოპტიკოსების პროგნოზებით, საქართველოში მხოლოდ 15 იანვრიდან გამოიდარებს, მანამდე კი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, დასავლეთში კი ძლიერი ქარი.
საქართველო
გურია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0c/273875556_199:0:1736:1153_1920x0_80_0_0_c06e93f5430f7ca960d2a1b4bb79f8d0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, გურია , შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, გურია , შემთხვევები საქართველოში, საზოგადოება
მოგლეჯილია 50 ხე, დაზიანებულია სახურავები - ძლიერმა ქარმა გურიაც დააზარალა
18:37 12.01.2023 (განახლებულია: 22:00 12.01.2023) მოსახლეობას მოუწოდებენ, გარდა აუცილებელი შემთხვევებისა, თავი შეიკავონ ქუჩაში გადაადგილებისგან.
თბილისი, 12 იანვარი – Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა 50-მდე ხე წააქცია, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, გაზსადენები და ელექტროგადამცემი ხაზები, იუწყება მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაცია.
ძლიერი ქარის გამო ერთი ადამიანი დაშავდა. მანქანას, რომელშიც 35 წლის მამაკაცი იმყოფებოდა, ხე დაეცა. დაზარალებული ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს.
ლანჩხუთის მერი ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე დილიდან შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ.
„უკვე მეორე დღეა ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. მიყენებულ ზარალს მერიაში შექმნილი შესაბამისი კომისია ითვლის. მერიის ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმზეა გადასული. მოვუწოდებ მოსახლეობას, გარდა აუცილებელი შემთხვევისა, თავი შეიკავონ ქუჩაში გადაადგილებისაგან", – აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.
ლანჩხუთის მერიამ ძლიერი ქარის გამო გამოწვეული სხვადასხვა საფრთხის ან დაზიანების შემთხვევებისთვის ცხელი ხაზი აამოქმედა: 591192366, 551094143.
მუნიციპალიტეტში შექმნილი რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო 13 იანვარს დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები 15 იანვარს გაიმართება, აღნიშნეს უწყებაში.
საქართველოში მეხუთე დღეა თოვს. დასავლეთ საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში მეორე დღეა სტიქიას ებრძვიან. ძლიერმა ქარმა სახლების ნაწილს სახურავი ახადა, დააზიანა ავტომობილები, წააქცია ხეები და ელექტროგადამცემი ხაზების ბოძები. ჰაერის ტემპერატურა მინუს 4-5 გრადუსამდე დაეცა.
სინოპტიკოსების პროგნოზებით, საქართველოში მხოლოდ 15 იანვრიდან გამოიდარებს, მანამდე კი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, დასავლეთში კი ძლიერი ქარი.