მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ამერიკის პირველ ლედის ორი სიმსივნური წარმონაქმნი ამოკვეთეს

© photo: Sputnik / Ruslan Krivobok / გადასვლა მედიაბანკშიჯილ ბაიდენი
ჯილ ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2023
გამოწერა
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. ქირურგებმა აშშ-ის პირველ ქალბატონს ჯილ ბაიდენს ორი სიმსივნური წარმონაქმნი ამოკვეთეს — ერთი მარჯვენა თვალის ზემოდან, მეორე კი მკერდიდან, განაცხადა თეთრმა სახლმა.
გარდა ამისა, გავრცელებული ცნობით, ექიმები იკვლევენ მესამე სიმსივნეს მარცხენა ქუთუთოზე.
როგორც პრეზიდენტის ექიმმა, დოქტორმა კევინ ო'კონორმა თქვა, კვლევებმა აჩვენა, რომ ჯილ ბაიდენის მარჯვენა თვალსა და მკერდზე არსებული წარმონაქმნები ბაზალურუჯრედოვანი კარცინომა იყო.
ბაიდენებმა უოლტერ რიდის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრში, რომელიც ვაშინგტონის მახლობლად მდებარეობს, ერთი დღე დაჰყვეს. სწორედ იქ ჩაუტარდა 71 წლის ჯილ ბაიდენს გეგმიური ამბულატორიული პროცედურა, რომელიც მოჰსის მეთოდის სახელწოდებითაა ცნობილი.
ყველა ახალი ამბავი
0