ტოჩინოშინი ტრავმის გამო ტოკიოს ტურნირს გამოეთიშა

© courtesy of Giorgi Margvelashviliლევან გორგაძე
ლევან გორგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.01.2023
გამოწერა
ექიმებმა ქართველ სპორტსმენს მინიმუმ ორი კვირით დასვენება ურჩიეს.
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე მხარის ტრავმის გამო იძულებული გახდა ტოკიოს იანვრის ტურნირს გამოეთიშოს.
ტოჩინოშინმა მხარი აღმოსავლეთის მეცამეტე მაეგაშირა კოტოსეჰოსთან გუშინ გამართულ ორთაბრძოლაში დაიზიანა. მსაჯმა ქართველ სუმოისტს ტექნიკური წაგება დაუფიქსირა.
სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ ექიმებმა ქართველ სპორტსმენს მინიმუმ ორი კვირით დასვენება ურჩიეს.
იმისთვის, რომ უმაღლეს დივიზიონში დარჩეს, ყოფილი ოძეკისთვის იანვრის ბაშოზე გამოსვლა აუცილებელი იყო. შემოდგომის ტურნირის შემდეგ მან პოზიციები გაიუარესა და დასავლეთის მე-11 მაეგაშირას წოდებამდე ჩამოქვეითდა.
თუ 35 წლის ტოჩინოშინი ჰაცუ ბაშოს არ დაუბრუნდება და მინიმუმ კიდევ ორ ​​გამარჯვებას არ მოიპოვებს, იგი მეორე დივიზიონში - ძურეში აღმოჩნდება.
ყველა ახალი ამბავი
0