https://sputnik-georgia.com/20230112/fotsi-qarma-problemebi-seqmna-273866428.html
დასავლეთ საქართველოში ქარიშხლისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
დასავლეთ საქართველოში ქარიშხლისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
Sputnik საქართველო
ძლიერმა ქარმა ადგილობრივ მოსახლეობას მრავალი პრობლემა შეუქმნა. 12.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-12T14:47+0400
2023-01-12T14:47+0400
2023-01-12T20:06+0400
ფოთის მუნიციპალიტეტი
სტიქიური მოვლენები
ახალი ამბები
საქართველო
ამინდი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0c/273860926_0:53:1024:629_1920x0_80_0_0_7b53bf69abac7d8d0a8bed19ba350a0f.jpg
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. სპეციალური კომისია სისტემატურად ითვლის ზარალს, რომელიც ფოთს ძლიერი ქარის გამო მიადგა, განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.ფოთში სტიქიის შედეგებს მეორე დღეა ებრძვიან. ძლიერმა ქარმა სახლების ნაწილს სახურავი ახადა, დააზიანა ავტომობილები, წააქცია ხეები, ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე, ელექტროგადამცემი ხაზების ბოძები. ქალაქის მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.როგორც ვაჭარაძემ აღნიშნა, სტიქიის შედეგად ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა, მათ შორის, დაზიანდა კერძო სახლები, ელექტროგადამცემი ბოძები და კაბელები. უკვე შეიქმნა სტიქიის სალიკვიდაციო კომისია, რომელიც სისტემატურად აღწერს ზარალს, განაცხადა ვაჭარაძემ.მისი თქმით, ზარალი დაითვლება, რის შემდეგაც მერია უამინდობის შედეგების გამოსასწორებლად ზომებს მიიღებს და ადგილობრივ მოსახლეობაზე კომპენსაციებს გასცემს.ამას გარდა, ქარიშხლის გამო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრავმები მიიღო ფოთის მერიის თანამშრომელმა. ის ადგილობრივ კლინიკაში მოათავსეს მოტეხილობითა და დაჟეჟილობებით.მოსახლეობა ფოთის სანაპირო ზონაში შტორმის საფრთხის შესახებ გააფრთხილეს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0c/273860926_58:0:966:681_1920x0_80_0_0_ae2f16a70761cf609b740d536b5d1ecc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ფოთის მუნიციპალიტეტი , სტიქიური მოვლენები, ახალი ამბები, საქართველო, ამინდი საქართველოში
ფოთის მუნიციპალიტეტი , სტიქიური მოვლენები, ახალი ამბები, საქართველო, ამინდი საქართველოში
დასავლეთ საქართველოში ქარიშხლისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
14:47 12.01.2023 (განახლებულია: 20:06 12.01.2023) ძლიერმა ქარმა ადგილობრივ მოსახლეობას მრავალი პრობლემა შეუქმნა.
თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. სპეციალური კომისია სისტემატურად ითვლის ზარალს, რომელიც ფოთს ძლიერი ქარის გამო მიადგა, განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ფოთში სტიქიის შედეგებს მეორე დღეა ებრძვიან. ძლიერმა ქარმა სახლების ნაწილს სახურავი ახადა, დააზიანა ავტომობილები, წააქცია ხეები, ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე, ელექტროგადამცემი ხაზების ბოძები. ქალაქის მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
როგორც ვაჭარაძემ აღნიშნა, სტიქიის შედეგად ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა, მათ შორის, დაზიანდა კერძო სახლები, ელექტროგადამცემი ბოძები და კაბელები. უკვე შეიქმნა სტიქიის სალიკვიდაციო კომისია, რომელიც სისტემატურად აღწერს ზარალს, განაცხადა ვაჭარაძემ.
მისი თქმით, ზარალი დაითვლება, რის შემდეგაც მერია უამინდობის შედეგების გამოსასწორებლად ზომებს მიიღებს და ადგილობრივ მოსახლეობაზე კომპენსაციებს გასცემს.
ამას გარდა, ქარიშხლის გამო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრავმები მიიღო ფოთის მერიის თანამშრომელმა. ის ადგილობრივ კლინიკაში მოათავსეს მოტეხილობითა და დაჟეჟილობებით.
მოსახლეობა ფოთის სანაპირო ზონაში შტორმის საფრთხის შესახებ გააფრთხილეს.