https://sputnik-georgia.com/20230111/xe-daeca-fotsi-zlieri-qaris-gamo-meriis-tanamsromeli-dasavda-273847199.html
ხე დაეცა: ფოთში ძლიერი ქარის გამო მერიის თანამშრომელი დაშავდა
ხე დაეცა: ფოთში ძლიერი ქარის გამო მერიის თანამშრომელი დაშავდა
Sputnik საქართველო
ფოთის მოსახლეობას მოუწოდებენ, გარდა აუცილებელი შემთხვევისა, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან. 11.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-11T19:17+0400
2023-01-11T19:17+0400
2023-01-11T22:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
ფოთის მუნიციპალიტეტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271816114_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_96c954a2aeb5950b6934044797a74398.jpg
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. ქალაქ ფოთში, სადაც ძლიერი ქარი დაფიქსირდა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მერიის თანამშრომელს ხე დაეცა.შემთხვევა იმ მომენტში მოხდა, როდესაც მერიის თანამშრომელი უამინდობით დაზარალებული ტერიტორიის ფოტოგადაღებას ახორციელებდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ხელისა და მენჯ-ბარძაყის ძვლის მოტეხილობა აქვს. ქალი ფოთის „ევექსის“ კლინიკაში გადაიყვანეს.„სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მრავლობითი მოტეხილობები მიიღო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა, რომელიც მკურნალობას გადის საავადმყოფოში“, – ნათქვამია ფოთის მერიის განცხადებაში.სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალს ხე დაეცა და მას მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება, თუმცა შინაგანი ორგანოები დაზიანებული არ აქვს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაშავებული ქალი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს.დასავლეთ საქართველოში ამ დრომდე ძლიერი ქარია. წაქცეულია ხეები, ელექტროგადამცემი ხაზის ბოძები. პრობლემები შეიქმნა გზებზეც. ზოგიერთ დასახლებაში ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.ფოთის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, გარდა აუცილებელი შემთხვევისა, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ფოთის მერიის შესაბამისი სამსახურები. მოქალაქეებს შეგიძლიათ საჭიროების შემთხვევაში დარეკოთ მერიის ცხელი ხაზის ნომერზე ან დაუკავშირდეთ მერიის წარმომადგენლებს", – ნათქვამია ინფორმაციაში.ღამით ქარის გაძლიერებას ელოდებიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271816114_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_094fcf929c95b3de0bd149b46434ba16.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, ფოთის მუნიციპალიტეტი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, ფოთის მუნიციპალიტეტი
ხე დაეცა: ფოთში ძლიერი ქარის გამო მერიის თანამშრომელი დაშავდა
19:17 11.01.2023 (განახლებულია: 22:40 11.01.2023) ფოთის მოსახლეობას მოუწოდებენ, გარდა აუცილებელი შემთხვევისა, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. ქალაქ ფოთში, სადაც ძლიერი ქარი დაფიქსირდა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მერიის თანამშრომელს ხე დაეცა.
შემთხვევა იმ მომენტში მოხდა, როდესაც მერიის თანამშრომელი უამინდობით დაზარალებული ტერიტორიის ფოტოგადაღებას ახორციელებდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ხელისა და მენჯ-ბარძაყის ძვლის მოტეხილობა აქვს. ქალი ფოთის „ევექსის“ კლინიკაში გადაიყვანეს.
„სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მრავლობითი მოტეხილობები მიიღო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელმა, რომელიც მკურნალობას გადის საავადმყოფოში“, – ნათქვამია ფოთის მერიის განცხადებაში.
სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალს ხე დაეცა და მას მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება, თუმცა შინაგანი ორგანოები დაზიანებული არ აქვს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაშავებული ქალი ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს.
დასავლეთ საქართველოში ამ დრომდე ძლიერი ქარია. წაქცეულია ხეები, ელექტროგადამცემი ხაზის ბოძები. პრობლემები შეიქმნა გზებზეც. ზოგიერთ დასახლებაში ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.
ფოთის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, გარდა აუცილებელი შემთხვევისა, თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.
„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ფოთის მერიის შესაბამისი სამსახურები. მოქალაქეებს შეგიძლიათ საჭიროების შემთხვევაში დარეკოთ მერიის ცხელი ხაზის ნომერზე ან დაუკავშირდეთ მერიის წარმომადგენლებს", – ნათქვამია ინფორმაციაში.
ღამით ქარის გაძლიერებას ელოდებიან.