წყალბურთი: თბილისის „დინამომ“ ჩემპიონთა ლიგის მატჩი წააგო

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიწყალბურთელი
წყალბურთელი - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2023
გამოწერა
თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრას 24 იანვარს „ჰანოვერთან“ გამართავს.
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. თბილისის „დინამომ“ წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩი სერბული გუნდის „რადნიჩკის“ წინააღმდეგ სტუმრად გამართა და ერთი ბურთის სხვაობით დამარცხდა.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე კლუბი ჯგუფში სატურნირო ცხრილის ბოლო პოზიციებზეა, სერბული გუნდი მაინც ფავორიტად მიიჩნეოდა. მაგრამ მატჩის პირველი მეოთხედი ქართველი წყალბურთელების უპირატესობით წარიმართა.
მთელი მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და მსაჯის სასტვენამდე გამარჯვებული გუნდის გამოცნობა შეუძლებელი იყო. თუმცა, საბოლოოდ მასპინძლებმა დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით – 11:10 გამარჯვება მოიპოვეს.
თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრას 24 იანვარს „ჰანოვერთან“ გამართავს. ჯერჯერობით საქართველოს წყალბურთის ნაკრები А ჯგუფში ბოლო, მერვე ადგილზეა.
ყველა ახალი ამბავი
0