მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ასტანა მოსკოვს არწმუნებს, რომ ბუჩაში „ურყევობის იურტის“ დადგმასთან კავშირი არ აქვს

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიასტანა
ასტანა - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2023
გამოწერა
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ასტანას არაფერი აქვს საერთო უკრაინის ქალაქ ბუჩაში „ურყევობის იურტის" დადგმასთან, განაცხადა ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აიბეკ სმადიაროვმა.

„საელჩო ამაში არ მონაწილეობდა, ეს მხოლოდ კერძო ყაზახური კომპანიების ინიციატივაა“, — განაცხადა მან.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ბუჩაში დადგმულ იურტაზე რესპუბლიკა ვერც კომენტარს გააკეთებს და ვერც აკრძალავს მას.
„მოგეხსენებათ, ყაზახეთში დაახლოებით 300.000 უკრაინელი ცხოვრობს, დიდი დიასპორაა. უკრაინაშიც არის ყაზახური დიასპორა. მათ ურთიერთობა აქვთ, არსებობს შერეული ქორწინებები, ჰყავთ მეგობრები და ნათესავები“, — განმარტა სმადიაროვმა.
მისი თქმით, იურტის დადგმა ყაზახმა მეცენატებმა დააფინანსეს.
9 იანვარს ბუჩის საქალაქო საბჭომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „უკრაინაში ყაზახეთის საელჩოსა და უკრაინის სახალხო დეპუტატის, ყაზახეთთან საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის ჯგუფის თავმჯდომარის სერგეი ნაგორნიაკის მხარდაჭერით „ურყევობის იურტა“ გაჩნდა.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა მეორე დღეს, ასტანამ მოსკოვი დაარწმუნა, რომ მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია აქციაში ყაზახეთის მონაწილეობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
ყველა ახალი ამბავი
0