მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ლოს-ანჯელესში „ოქროს გლობუსის“ ახალი მფლობელების დაჯილდოება გაიმართა

© AFP 2024 / HFPA
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2023
გამოწერა
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ლოს-ანჯელესში „ოქროს გლობუსის“ რიგით მე-80 დაჯილდოებაზე სტივენ სპილბერგი მესამედ გახდა მისი მფლობელი, როგორც საუკეთესო რეჟისორი.
სპილბერგს ჯილდო ფილმ „ფაბელმანისთვის“ გადაეცა, რომელიც რეჟისორის არიზონასა და კალიფორნიაში გატარებული ბავშვობის დროინდელ მოგონებებზეა დაფუძნებული.
„ფაბელმანმა“ ასევე გაიმარჯვა ნომინაციაში „საუკეთესო დრამატული ფილმი“, რომლისთვისაც ასევე იბრძოდნენ ჯეიმს კემერონის „ავატარი: წყლის გზა“, ბაზ ლურმანის „ელვისი“, ტოდ ფილდის „ტარი“ და ჯოზეფ კოსინსკის „ტოპ განი: მევერიკი“.
ცერემონიაზე საუკეთესო დრამატულ მამაკაც მსახიობად ოსტინ ბატლერი დასახელდა ელვის პრესლის როლისთვის, ხოლო საუკეთესო კომედიურ მსახიობად — კოლინ ფარელი ფილმ „ბანში ინიშინერში“ შესრულებული როლისთვის.
ქალი არტისტებიდან საუკეთესო დრამატულ მსახიობად კეიტ ბლანშეტი ცნეს ბერლინის ფილარმონიის ორკესტრის დირიჟორის როლისთვის ფილმში „ტარი“.
საუკეთესო ანიმაციური ფილმის ჯილდო „პინოქიო გილიერმო დელ ტოროს“ გადაეცა, ხოლო საუკეთესო დრამატული სერიალისა — „დრაკონის სახლს“.
გარდა ამისა, დასახელდა საუკეთესო მინი-სერიალიც. ამ ნომინაციაში ჯილდო „თეთრმა ლოტოსმა“ მიიღო.
ამერიკული კინოპრემია „ოქროს გლობუსი“ ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის მიერ ყოველწლიურად გაიცემა 1944 წლიდან — 90 საერთაშორისო ჟურნალისტის კენჭისყრის საფუძველზე. „ოქროს გლობუსი“ მეორე ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ მიიჩნევა ჰოლივუდში „ოსკარის“ შემდეგ. ტრადიციულად, ის ფილმები და სერიალები, რომლებიც „ოქროს გლობუსს“ იღებენ, „ოსკარის“ მთავარ პრეტენდენტებად განიხილებიან.
ყველა ახალი ამბავი
0