სიღნაღში ავარიის შედეგად მერიის თანამშრომელი დაიღუპა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2023
გამოწერა
ავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი დაიღუპა ავარიის შედეგად ნუკრიანი-ჩალაუბნის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, იუწყება „მთავარი არხი“.
ტელეარხის ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.
შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, შედარებით მძიმეა ერთი მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის კლინიკაშია გადაყვანილი.
ავარიის ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ყველა ახალი ამბავი
0