https://sputnik-georgia.com/20230111/saqartvelom-rusets-atobit-tona-kartofili-daubruna-273852781.html
საქართველომ რუსეთში ათობით ტონა კარტოფილი დააბრუნა
საქართველომ რუსეთში ათობით ტონა კარტოფილი დააბრუნა
Sputnik საქართველო
ტვირთები საქართველოში სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის შემდეგ აღარ შემოუშვეს. 11.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-11T20:49+0400
2023-01-11T20:49+0400
2023-01-11T22:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0b/273848638_0:57:3078:1788_1920x0_80_0_0_8a7725fba93214f78bbb977191c5c28c.jpg
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ რუსეთიდან შემოსული 42,25 ტონა კარტოფილი და თითქმის 70 კუბური მეტრი დახერხილი ხის მასალა უკან მიაბრუნეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შემოსავლების სამსახურის ცნობით, ამავე საბაჟოზე ფიტოსანიტარულმა კონტროლმა 69,867 კუბური მეტრი დახერხილი ხის მასალა შეაჩერა.საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, ზემოაღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საქართველო „ყაზბეგის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე კარტოფილს არ ატარებს. მებაჟეებმა რუსეთს დეკემბერშიც დაუბრუნეს 20 ათასი ტონა კარტოფილი, რომელმაც კონტროლი ვერ გაიარა.საქართველოში შემოტანილი ყველა პროდუქტი გადის სავალდებულო სანიტარიულ შემოწმებას, მათ შორის ლაბორატორიებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/0b/273848638_225:0:2956:2048_1920x0_80_0_0_ec0c41284fce02b5f3c241a33f21dbcf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთი
ახალი ამბები, საქართველო, რუსეთი
საქართველომ რუსეთში ათობით ტონა კარტოფილი დააბრუნა
20:49 11.01.2023 (განახლებულია: 22:50 11.01.2023) ტვირთები საქართველოში სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის შემდეგ აღარ შემოუშვეს.
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ რუსეთიდან შემოსული 42,25 ტონა კარტოფილი და თითქმის 70 კუბური მეტრი დახერხილი ხის მასალა უკან მიაბრუნეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოტანილი 42.250 კილოგრამი კარტოფილის შემოწმების შედეგად პროდუქტში მცენარეთა სიჯანსაღისა და სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოვლინდა“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, ამავე საბაჟოზე ფიტოსანიტარულმა კონტროლმა 69,867 კუბური მეტრი დახერხილი ხის მასალა შეაჩერა.
„აღნიშნული მცენარეული წარმოშობის ტვირთი არ შეესაბამებოდა ფიტოსანიტარიულ ნორმებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების შესაბამისად, ზემოაღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საქართველო „ყაზბეგის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე კარტოფილს არ ატარებს. მებაჟეებმა რუსეთს დეკემბერშიც დაუბრუნეს 20 ათასი ტონა კარტოფილი, რომელმაც კონტროლი ვერ გაიარა.
საქართველოში შემოტანილი ყველა პროდუქტი გადის სავალდებულო სანიტარიულ შემოწმებას, მათ შორის ლაბორატორიებში.