საქართველოს გზებზე მოძრაობის რეჟიმი შეიცვალა: სად მოქმედებს შეზღუდვები

© photo: Sputnik / Stringerსატვირთოები გზაზე
სატვირთოები გზაზე - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2023
გამოწერა
სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში კვლავ უამინდობას პროგნოზირებენ.
თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
ქარბუქისა და დაბალი ტემპერატურის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზის 1-52 კმ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
უწყების ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ასევე თოვისა და ცუდი ხილვადობის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი–დიდგორი–დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით იმოძრაონ და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
ყველა ახალი ამბავი
0