რამდენმა ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმამაკაცები დომინოს თამაშობენ
მამაკაცები დომინოს თამაშობენ - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2023
გამოწერა
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა. ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოში, 10 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართული ადამიანებიდან დაგროვებული პენსიით ისარგებლა 2.969-მა ადამიანმა, მათ მიიღეს 7 მილიონ ლარზე მეტი თანხა, ნათქვამია საქართველოს საპენსიო სააგენტოს განცხადებაში.
სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო აქტივების მოცულობა 2,9 მლრდ ლარამდე გაიზარდა. აქედან საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი 438 მილიონი ლარია.

საპენსიო სააგენტოს იანვრის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგები 2019 წლიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით 40,08%-ს შეადგენს, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 2,69% შეადგინა.

საპენსიო ფონდმა 2022 წლის მარტიდან დაიწყო აშშ დოლარის შესყიდვა და, 31 დეკემბრის მდგომარეობით, საინვესტიციო პორტფელის 18,8% განთავსებულია აშშ დოლარში, ხოლო 81,2% – ლარში.
საპენსიო აქტივები განთავსებულია ქართულ კომერციულ ბანკებში: 2% განთავსებულია მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე, 16,2% – ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში, 10,5% – აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, 7,4% – გლობალურ აქციებში, 0,8% – ევროობლიგაციებში, ხოლო სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებზე – 63,0%.
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.
ყველა ახალი ამბავი
0