მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მესაზღვრეებმა აეროპორტში ურანი აღმოაჩინეს: მიმდინარეობს გამოძიება

© photo: Sputnik / Vladimir Sergeev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2023
გამოწერა
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის პოლიციის კონტრტერორისტული ქვედანაყოფი გამოძიებას აწარმოებს ჰიტროუს აეროპორტში ურანის აღმოჩენასთან დაკავშირებით, იუწყება Evening Standard.
გავრცელებული ინფორმაციით, სახიფათო ამანათი ბრიტანეთში 2022 წლის დეკემბერში ომანიდან ჩავიდა.

„ვადასტურებთ, რომ კონტრტერორისტული ქვედანაყოფის ოფიცრებს ჰიტროუს სასაზღვრო სამსახურიდან კოლეგები დაუკავშირდნენ მას შემდეგ, რაც 2022 წლის 29 დეკემბერს ჩატარებული გეგმიური ჩხრეკისას ამანათი აღმოაჩინეს ძალიან მცირე რაოდენობით დაბინძურებული მასალით“, — განაცხადეს სკოტლანდ-იარდში.

პოლიციის წარმომადგენლის თქმით, აღმოჩენილი ურანის რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ მოსახლეობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს, თუმცა გამოძიება კვლავაც გრძელდება, რათა ყველა ხიფათი გამოირიცხოს.
როგორც გაზეთი Sun წერს, ამანათი თავდაპირველად პაკისტანიდან გაიგზავნა, შემედგ ომანში მოხვდა, იქიდან კი ბრიტანეთში ჩავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0