მარია ზახაროვა მარატ კასემის დაკავებას გამოეხმაურა

© photo: Sputnik / Vladislav Adamovskiy
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2023
გამოწერა
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. დასავლეთის ქვეყნები ვერ აიცილებენ პასუხისმგებლობას „Sputnik–ლიტვის“ მთავარი რედაქტორის მარატ კასემის დაკავების გამო, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ.
მისი თქმით, ისინი, ვინც სრულ დაუსჯელობაში არიან დარწმუნებული, ვერ შეძლებენ ამოეფარონ „ფუჭ სიტყვებსა“ და „მითიურ თეზისებს თავისუფლების შესახებ“.

„ამ თემაზე გამუდმებით ილაპარაკებენ საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის წარმომადგენლები — ყველა სპეციალიზებულ ინსტიტუტში. ყველგან, სადაც არის ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების, ჟურნალისტთა საქმიანობის დაცვის თემა, ამ საკითხზე გამუდმებით ისაუბრებენ რუსეთის წარმომადგენლები“, — დასძინა მან.

მარატ კასემი ლატვიის მოქალაქეა, ის ბოლო წლებში მოსკოვში ცხოვრობდა და მედიაჯგუფ „როსია სეგოდნიაში“ მუშაობდა. „Sputnik–ლიტვა“ ამ მედიაჯგუფის შემადგენლობაში შედის. 30 დეკემბერს ჟურნალისტი ლატვიაში ჩავიდა, ხოლო 5 იანვარს ის დააკავეს. კასემი ამ დროისათვის რიგის ცენტრალურ ციხეში იმყოფება.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, მარატ კასემის დაკავება „დიქტატორული რეჟიმების შურისძიებაა განსხვავებული აზრისთვის“. რუსეთის ომბუდსმენმა ტატიანა მოსკალკოვამ „Sputnik–ლიტვის“ მთავარი რედაქტორის დაკავებას სიტყვის თავისუფლებაზე თავდასხმა უწოდა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს მიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0