მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

CREA: რუსეთი ყოველდღიურად 160 მლნ ევროს ზარალობს

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშინავთობის ჭაბურღილი
ნავთობის ჭაბურღილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2023
გამოწერა
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა და დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული ზღვრული ფასი რუსეთს ყოველდღიურად 160 მილიონი ევრო უჯდება, აცხადებენ ჰელსინკის ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის (CREA) ანალიტიკოსები.

„რუსული ნავთობის გადატვირთვების მოცულობების შემცირებამ და ფასების ვარდნამ ქვეყნის საექსპორტო შემოსავლები დღეში 180 მილიონი ევროთი შეამცირა. თუმცა რუსეთმა ყოველდღიურად 20 მილიონის ანაზღაურება მოახერხა ევროკავშირსა და დანარჩენ მსოფლიოში ექსპორტის გაზრდით, რის შედეგადაც ყოველდღიურმა სუფთა წაგებამ 160 მილიონი ევრო შეადგინა დღეში“, — ნათქვამია CREA-ს დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ამასთან, ანალიტიკოსების პროგნოზით, 5 თებერვლიდან, როდესაც რუსულ ნავთობროდუქტებზე რესტრიქციებიც შევა ძალაში, მოსკოვი ყოველდღიურად 280 მილიონ ევროს იზარალებს.
ანგარიშის თანახმად, ევროკავშირი დეკემბერში კვლავაც რჩებოდა რუსული ნავთობის უმსხვილეს იმპორტიორად — მილსადენის ნავთობისა და ყველა ნავთოპროდუქტის გათვალისწინებით. თუმცა მოსალოდნელია, რომ ვითარება შეიცვალოს, ვინაიდან გერმანიამ უკვე შეწყვიტა რუსული მილსადენის ნავთობის მიღება, ხოლო თებერვლიდან ევროკავშირის ახალი აკრძალვა ამოქმედდება.
ანალიტიკოსების აზრით, მომავალში რუსეთის შემოსავლები შესაძლოა კიდევ 300 მილიონი ევროთი შემცირდეს.
CREA-ს გამოთვლებით, თუ ნავთობის ფასის დაწესებული 60 დოლარიდან 25-35 დოლარამდე დაცემა გაგრძელდება, ეს რუსეთის ნავთობშემოსავლებს მინიმუმ 100 მილიონი ევროთი შეამცირებს, ხოლო სხვა შესაძლო ზომები, როგორებიცაა მკაცრი ჯარიმები მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის და დამატებითი სანქციები, მოსკოვის დღიურ შემოსავლებს კიდევ 200 მილიონი ევროთი დააზარალებს.
ყველა ახალი ამბავი
0