მოსაზრება: რით დაეხმარება კიევს Bradley და Marder

© Ministry of Defence of Georgiaამერიკული ქვეითთა საბრძოლო მანქანა Bradley
ამერიკული ქვეითთა საბრძოლო მანქანა Bradley - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2023
გამოწერა
9 იანვარს პენტაგონმა განაცხადა, რომ კიევს ამერიკულ საბრძოლო მანქანებს - Bradley-ს, ასევე გერმანულ და ფრანგულ ანალოგებს გადასცემს. სახელმწიფო დეპარტამენტმა იმავე დღეს აღნიშნა, რომ ნატოს სტანდარტების ჯავშანტექნიკის მიწოდებით აშშ ცდილობს უკრაინაში კონფლიქტის დინამიკის შეცვლას.
6 იანვარს პენტაგონმა გამოაქვეყნა უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარების ახალი, 2,85 მილიარდ დოლარიანი პაკეტი. ვაშინგტონი და ნატო კიევს მიაწვდიან 50 ერთეულ ქვეითთა საბრძოლო მანქანა Bradley-ს, 40 ერთეულ ქვეითთა საბრძოლო მანქანა Marder-ს, 100 ერთეულ M113-ს და ფრანგულ მძიმე ჯავშანმანქანა AMX-10RC-ს.
ბრიტანეთი მოლაპარაკებას აწარმოებს უკრაინისთვის ათი ტანკის Challenger 2-ის გადაცემაზე. კიევი, თავის მხრივ, ითხოვს Leopard II-სა და Abrams-ს.
კიევი თვეში საშუალოდ 700-ზე მეტ ჯავშანმანქანას კარგავს. ნატოს ორი-სამი ასეული Marder, Bradley, M-113 უკრაინაში ამინდს ვერ შექმნის და მხოლოდ გააჭიანურებს კონფლიქტს.

ოპერაცია „უტილიზაცია“

კიევისთვის დაპირებული Marder, Bradley, M-113, AMX-10RC და სხვა საბრძოლო მანქანები შექმნილია ცივი ომის წლებში, აქვთ ექსპლუატაციის ვადა, ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალისტების მომზადებას საკმაო ხანი სჭირდება.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა 9 იანვარს განაცხადა: „დღეისათვის უკრაინას 200 ერთეულზე მეტი ჯავშანტექნიკა, მათ შორის, Stormer-ის მანქანები გადავეცით, რომლებიც აღჭურვილია Starstreak რაკეტებით“. სპეციალისტების აზრით, ესაა საკმაოდ რთულად მოსახმარი მოწყობილობა და რუსული ავიაციისთვის იოლი სამიზნე.
დაპირებული ტექნიკიდან ყველაზე კარგად საბრძოლო მანქანა М2 Bradley გამოიყურება, შექმნილია 1970-იან წლებში საბჭოთა ჯავშანტექნიკასთან საბრძოლველად. უკრაინა მიიღებს არც ისე თანამედროვე მოდიფიკაციებს (М2 და М2А1), შესაძლოა, დინამიკური დაცვის ბლოკებით. ტიპური შეიარაღება – 25 მმ-იანი ავტომატური ქვემეხი 7,62 მმ-იანი ტყვიამფრქვევით TOW-2, დესანტი – 7 ადამიანი. ცეცხლის მართვის სისტემას აქვს ლაზერული მანძილის საზომი. ამერიკელების მტკიცებით, Bradley-ს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებმა გაანადგურა ერაყში იმაზე მეტი ჯავშანტექნიკა, ვიდრე Abrams-ის ტანკებმა. და, მაინც, რუსულ БМП-3-თან ჰიპოთეტურ შერკინებაში Bradley დამარცხდება.
გერმანია უკრაინას გადასცემს 40 ერთეულ Marder-ს, რომლებიც საბერძნეთისთვის უნდა მიეწოდებინა, მაგრამ ათენი წინააღმდეგი არ არის. ბუნდესვერში Marder 1971 წლიდან აქვთ. საბრძოლო მანქანა აღჭურვილია 20 მმ-იანი ავტომატური ქვემეხით და 7,62 მმ-იანი ტყვიამფრქვევით. ფოლადის კორპუსი იცავს მას 20 მმ-იანი ჭურვებისგან. თუმცა 2009 წელს ავღანეთში მისი გამოყენება დიდი გამარჯვებებით არ დაგვირგვინებულა. შესაძლოა ამიტომ Marder ბუნდესვერში ჩაანაცვლეს ახალი მანქანით Puma-თი.
1960 წლის ნიმუშის ამერიკული M113 მსოფლიოში ყველაზე მასიურ ჯავშანტრანსპორტიორად ითვლება. ძირითადი შეიარაღებაა – მსხვილკალიბრიანი 12,7 მმ-იანი „ბრაუნინგის“ ტყვიამფრქვევი М2НВ (2000 ვაზნით). კორპუსი ალუმინითაა დამზადებული, რომელიც მანქანის წონას ამცირებს და თითქოსდა იცავს იარაღისგან. ჯავშნის გაძლიერება სცადეს ფოლადის ფირფიტებით. პენტაგონი მასზე უარის თქმას გეგმავდა 2030 წლისთვის, მაგრამ უკრაინა ალბათ დააჩქარებს მოძველებული ტექნიკის უტილიზაციას და საბრძოლო მანქანების პარკის განახლებას.
ფრანგული AMX-10 RC მორალურად მოძველებულია. აქვს 7,62 მმ-იანი ტყვიამფრქვევი. თხელი ჯავშანი იცავს სასროლი იარაღისგან და ნამსხვრევებისგან, მაგრამ არა მსხვილკალიბრიანი ჭურვებისა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებისგან. მისი წარმოება შეწყდა 1994 წელს. საფრანგეთმა ორი ასეული AMX-10RC გამოიყენა ოპერაციაში „ქარიშხალი უდაბნოში“ და აფრიკაში აჯანყებულებთან ბრძოლაში.
ნატოს მთელი ზემოხსენებული არსენალი გამარჯვების იარაღად არ გამოდგება. უკრაინის ელჩმა ბრიტანეთში ვადიმ პრისტაიკომ Newsweek-თან ინტერვიუში გულახდილად აღნიშნა: „დასავლური ტექნიკის ნაწილს ვარგისიანობის ვადა გასული აქვს. ვხუმრობთ ხოლმე, თუ მისი უტილიზაცია გინდათ, ჩვენ მოგვეცით. საჭირო კალაპოტში გავუშვებთ“.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0