რა ვითარებაა საქართველოს საავტომობილო გზებზე: ბოლო ცნობები

© photo: Sputnik / Stringerდიდთოვლობა
დიდთოვლობა - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2023
გამოწერა
უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა.
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია დაწესებული, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, თოვისა და ცუდი ხილვადობის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი–დიდგორი–დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გარდა ამისა, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
ამასთან, მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დიდთოვლობისა და ლიპყინულის გამო იყო შეზღუდული.
ყველა ახალი ამბავი
0