დედაქალაქის ქუჩები ინტენსიურად იწმინდება

© photo: Sputnik / Stringerთოვლი თბილისში
თოვლი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2023
გამოწერა
ყინვისა და ნალექის გამო დედაქალაქის ზოგიერთ დასახლებაში ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით პრობლემა შეიქმნა.
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო „თბილსერვის ჯგუფი“ გზების გაწმენდის სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, თბილისის მასშტაბით დაახლოებით 160 ტონაზე მეტი ტექნიკური მარილი დაიყარა. სამუშაოებში ჩართულია „თბილსერვის ჯგუფის“ 200-მდე თანამშრომელი და 27 ერთეული ახალი სპეცტექნიკა.
ტექნიკური მარილი ინტენსიურად იყრება და იწმინდება როგორც ქალაქის ქუჩები, ისე შემოერთებული ტერიტორიები.

„მოსახლეობას მივმართავთ თხოვნით, თუ თქვენს ავტომობილს არ აქვს ზამთრის სეზონის საბურავები, თავი შეიკავეთ ავტომანქანით გადაადგილებისგან“, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

უწყება მოსახლეობას მიმართავს, პრობლემის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდნენ როგორც „თბილსერვის ჯგუფის“, ისე მერიის ცხელ ხაზებზე.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში უამინდობა 12 იანვრამდე გაგრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0