https://sputnik-georgia.com/20230110/semosavlebis-samsaxuri-mosaxleobas-regionebsi-mozravi-servis-centrebit-moemsaxureba-273800194.html
შემოსავლების სამსახური მოსახლეობას რეგიონებში მოძრავი სერვის-ცენტრებით მოემსახურება
შემოსავლების სამსახური მოსახლეობას რეგიონებში მოძრავი სერვის-ცენტრებით მოემსახურება
Sputnik საქართველო
შემოსავლების სამსახურის მიკროავტობუსები აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკით და მათ რეგიონების მოსახლეობისთვის გადასახადებთან დაკავშირებული ყველა საჭირო მომსახურების... 10.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-10T16:31+0400
2023-01-10T16:31+0400
2023-01-10T20:23+0400
შემოსავლების სამსახური
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1e/252173987_0:105:2049:1257_1920x0_80_0_0_b46d1cf1f3da2140e0fe30bb88a7af1d.jpg
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიკროავტობუსები – RS CAR გადასახადის გადამხდელებს რეგიონებში 10-დან 27 იანვრამდე პერიოდში მოემსახურებიან.მიკროავტობუსი აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით და გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სხვადასხვა სახის მომსახურება: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდით სარგებლობის მიზნით ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. შესაძლებელი იქნება ასევე მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე განცხადებების მიღება.მოძრავი სერვის-ცენტრი ასევე შეძლებს საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, შემოსავლებისა და სხვა ცნობების გაცემას.ამ ბმულზე შესაძლებელია RS CAR-ის მომსახურების თარიღების, მისამართებისა და სამუშაო საათების გაცნობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/1e/252173987_116:0:1931:1361_1920x0_80_0_0_e9e4f95ecb6af8313066797fd684b0e1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემოსავლების სამსახური , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები
შემოსავლების სამსახური , ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, საქართველოს რეგიონები
შემოსავლების სამსახური მოსახლეობას რეგიონებში მოძრავი სერვის-ცენტრებით მოემსახურება
16:31 10.01.2023 (განახლებულია: 20:23 10.01.2023) შემოსავლების სამსახურის მიკროავტობუსები აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკით და მათ რეგიონების მოსახლეობისთვის გადასახადებთან დაკავშირებული ყველა საჭირო მომსახურების გაწევა შეუძლიათ.
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიკროავტობუსები – RS CAR გადასახადის გადამხდელებს რეგიონებში 10-დან 27 იანვრამდე პერიოდში მოემსახურებიან.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვის-ცენტრი გადასახადის გადამხდელებს 16 ლოკაციაზე მოემსახურება იმ რეგიონებში, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრები არ არის გახსნილი.
მიკროავტობუსი აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვის-ცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით და გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება.
გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ სხვადასხვა სახის მომსახურება: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდით სარგებლობის მიზნით ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება.
შესაძლებელი იქნება ასევე მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერების ან შეწყვეტის თაობაზე განცხადებების მიღება.
მოძრავი სერვის-ცენტრი ასევე შეძლებს საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, შემოსავლებისა და სხვა ცნობების გაცემას.
ამ ბმულზე შესაძლებელია RS CAR-ის მომსახურების თარიღების, მისამართებისა და სამუშაო საათების გაცნობა.