მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსული ნავთობი მსოფლიო ბაზარზე ზღვრული ფასის ნახევარ ფასად იყიდება

© AP Photo / Martin Meissnerნავთობსაქაჩები
ნავთობსაქაჩები - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2023
გამოწერა
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. რუსული ნავთობი მსოფლიო ბაზრებზე ევროკავშირისა და „დიდი შვიდეულის“ მიერ დაწესებულ ზედა ზღვრულ ფასზე ბევრად ნაკლებად, თითქმის ნახევარ ფასად იყიდება, იუწყება სააგენტო Bloomberg.
ბოლო მონაცემებით, რუსული Urals-ის მარკის ნავთობი, რომელიც სხვა მარკის ნავთობებზე ბევრად მეტი რაოდენობით გადის ექსპორტზე, გასულ პარასკევს 37,80 დოლარი ღირდა. ამასთან მსოფლიო ეტალონი Brent-ის ფასი იმავე დღეს 78,57 დოლარი იყო ერთ ბარელზე.

„ძნელი წარმოსადგენია, როგორი რეაქცია ექნება რუსეთს ასეთ დაბალ ფასებზე. ერთი მხრივ, მას ყველანაირი შემოსავალი ესაჭიროება უკრაინასთან ბრძოლის დასაფინანსებლად, მაგრამ ფასის ძალიან დიდმა ვარდნამ შესაძლოა მოსკოვი აიძულოს, წარმოების შემცირებით უპასუხოს ამას, რის თაობაზეც მან უკვე განაცხადა ადრე“, — წერს სააგენტო.

Bloomberg-ის ცნობით, დასავლეთის სანქციებმა რუსეთის ჩინეთსა და ინდოეთზე დამოკიდებულება მკვეთრად გაზარდა. მხოლოდ ეს ორი ქვეყანა და ასევე თურქეთი არიან ამჟამად რუსული ნავთობის მსხვილი მყიდველები. შექმნილ ვითარებაში მოსკოვი იძულებულია, დაბალ ფასად გაყიდოს თავისი ნავთობი, რათა ახლოაღმოსავლურ მიწოდებებს გაუწიოს კონკურენცია.
ამასთან ერთად სააგენტო წერს, რომ ჩინეთში, ინდოეთსა და თურქეთში გატანილი ნავთობის მოცულობა ბოლო ათი კვირის ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე დაეცა. მათ შორის თურქეთში ექსპორტის შემცირება „განსაკუთრებით დრამატული“ გახდა.
5 დეკემბერს ძალაში შევიდა ემბარგო ევროკავშირის ქვეყნებში რუსული ნავთობის საზღვაო მიწოდებაზე. ამასთან ამოქმედდა ზღვით გადაზიდულ რუსულ ნავთობზე ზედა ზღვრული ფასი — ბარელზე 60 დოლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირმა, G7-ის ქვეყნებმა და ავსტრალიამ მიიღეს. შეთანხმების მიზანია – შეუმციროს მოსკოვს ნავთობშემოსავლები, ოღონდ ისე, რომ მსოფლიო ბაზარზე რუსული მიწოდებები შეინარჩუნოს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამ შეზღუდვაზე პასუხად ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებას კრძალავს ზღვრული ფასით მოსარგებლე ქვეყნებისთვის.
წყარო: Bloomberg
ყველა ახალი ამბავი
0