ეპიდსიტუაცია საქართველოში - რომელი ვირუსებია გავრცელებული ქვეყანაში

© Sputnik / Alexander Imedashviliაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2023
გამოწერა
ექიმების თქმით, გრიპის ვირუსი „ომიკრონზე“ უფრო რთულად მიმდინარეობს.
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. საქართველოში ე.წ. ჰონკონგის ვირუსის გარდა, კიდევ სხვა 11 ტიპის ვირუსია გავრცელებული.
საქართველოში პაციენტთა უმეტესობას გრიპის A ტიპის ვირუსი აღენიშნება. ექიმები ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ელოდებიან. ახალი შემთხვევების ზრდის თავიდან აცილების მიზნით მედიკოსები სიმპტომების მქონე პაციენტებს თვითიზოლაციისკენ მოუწოდებენ.

„თუ თქვენ აღგენიშნებათ თუნდაც ერთი სიმპტომი, უნდა ეცადოთ იყოთ იზოლაციაში. გაზრდილია ავადობის შემთხვევები ბავშვებში, ასევე გაიზარდა ამბულატორიულ სექტორში მიმართვიანობა“, – განაცხადა ექიმმა მაკა ბულეიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

იმ შემთხვევაში, თუ მაღალი ტემპერატურა 7-10 დღის განმავლობაში გრძელდება და მას სხვა სიმპტომები, განსაკუთრებით, ხველა ემატება, აუცილებელია დროულად მიმართოთ ოჯახის ექიმს, აღნიშნა სპეციალისტმა.
კუნთების ტკივილი, ცხელება, ცემინება, ცხვირიდან გამონადენი ე.წ. ჰონკონგის ვირუსის ძირითადი სიმპტომებია. აღნიშნული ვირუსი სხვა რესპირატორულ ინფექციებთან შედარებით უფრო მძიმედ ვითარდება, განსაკუთრებით ბავშვებში, და ხასიათდება საკმაოდ ხანგრძლივი მიმდინარეობით.
ჰონკონგის ვირუსის ეპიდემია დაფიქსირდა 1968 წელს. ამის შემდეგ მისი მასობრივი გავრცელება მსოფლიოში არსად მომხდარა. რაც შეეხება რეკომენდაციებს, ისინი იგივე რჩება – ხელების ჰიგიენა, დისტანცია.
ყველა ახალი ამბავი
0