https://sputnik-georgia.com/20230110/ozonis-sre-ardgenis-gzazea-273790356.html
გაერო: ოზონის შრე იკვრება - ცნობილია საბოლოო აღდგენის ვადები
გაერო: ოზონის შრე იკვრება - ცნობილია საბოლოო აღდგენის ვადები
Sputnik საქართველო
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. დედამიწის ოზონის შრე შეკვრას განაგრძობს და საბოლოოდ დაახლოებით ორმოც წელიწადში აღდგება, აცხადებს გაეროს ექსპერტთა ჯგუფი. 10.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-10T12:00+0400
2023-01-10T12:00+0400
2023-07-20T15:49+0400
მსოფლიო დღეს
გაერო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
ოზონის ხვრელი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24830/24/248302410_0:81:1601:981_1920x0_80_0_0_610f94da19bf3061371d6f4fc4a16e00.jpg
თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. დედამიწის ოზონის შრე შეკვრას განაგრძობს და საბოლოოდ დაახლოებით ორმოც წელიწადში აღდგება, აცხადებს გაეროს ექსპერტთა ჯგუფი.მეცნიერებმა აღნიშნული ანგარიში ორშაბათს წარმოადგინეს აშშ-ის მეტეოროლოგიური საზოგადოების 103-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე.ანგარიშში, რომელიც ყოველ ოთხ წელიწადში ქვეყნდება, ნათქვამია, რომ ოზონის დამშლელი აკრძალული ნივთიერებების თითქმის 99 პროცენტის ეტაპობრივმა ამოღებამ მიმოქცევიდან ხელი შეუწყო ოზონის შრის შენარჩუნებას და შეამცირა ადამიანზე მავნე ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედება.ექსპერტების თქმით, ოზონის შრე 1980 წლის მაჩვენებლამდე დაახლოებით 2040 წლისთვის აღდგება მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში, გარდა არქტიკისა და ანტარქტიდისა. ამ რეგიონების თავზე ოზონის შრის აღდგენა მოსალოდნელია, შესაბამისად, 2045 და 2066 წლისთვის.ოზონის შრე — დედამიწის ატმოსფეროს ნაწილი, ბუნებრივი ეკრანი, რომელიც დედამიწასა და მის ბიოსფეროს მზის ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან იცავს. ოზონის შრეში ხვრელი მეცნიერებმა პირველად 1985 წელს აღმოაჩინეს. მისი დიამეტრი 1000 კილომეტრს აღემატებოდა. ხვრელის წარმოქმნის ძირითად მიზეზად სპეციალისტებმა ფრეონის შემცველი ნივთიერებების მასობრივი გამოყენება მიიჩნიეს. ამიტომ 1987 წელს 46 სახელმწიფომ „მონრეალის პროტოკოლს“ მოაწერა ხელი, რომელიც მავნე ქიმიკატის გამოყენების აღმოფხვრას ითვალისწინებდა.მონრეალის პროტოკოლი — გლობალური შეთანხმება დედამიწის ოზონის შრის დაცვის შესახებ მისი გამანადგურებელი ქიმიკატების წარმოების ეტაპობრივი შეწყვეტით. იგი ძალაში შევიდა 1989 წელს და არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გლობალური გარემოსდაცვითი შეთანხმება.წყარო: გაერო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24830/24/248302410_92:0:1507:1061_1920x0_80_0_0_d45ccb4c7f66ff60fc8d5cfca139077a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გაერო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ოზონის ხვრელი, მსოფლიოს ახალი ამბები
გაერო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, ოზონის ხვრელი, მსოფლიოს ახალი ამბები
გაერო: ოზონის შრე იკვრება - ცნობილია საბოლოო აღდგენის ვადები
12:00 10.01.2023 (განახლებულია: 15:49 20.07.2023) თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. დედამიწის ოზონის შრე შეკვრას განაგრძობს და საბოლოოდ დაახლოებით ორმოც წელიწადში აღდგება, აცხადებს გაეროს ექსპერტთა ჯგუფი.
მეცნიერებმა აღნიშნული ანგარიში ორშაბათს წარმოადგინეს აშშ-ის მეტეოროლოგიური საზოგადოების 103-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე.
ანგარიშში, რომელიც ყოველ ოთხ წელიწადში ქვეყნდება, ნათქვამია, რომ ოზონის დამშლელი აკრძალული ნივთიერებების თითქმის 99 პროცენტის ეტაპობრივმა ამოღებამ მიმოქცევიდან ხელი შეუწყო ოზონის შრის შენარჩუნებას და შეამცირა ადამიანზე მავნე ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედება.
ექსპერტების თქმით, ოზონის შრე 1980 წლის მაჩვენებლამდე დაახლოებით 2040 წლისთვის აღდგება მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში, გარდა არქტიკისა და ანტარქტიდისა. ამ რეგიონების თავზე ოზონის შრის აღდგენა მოსალოდნელია, შესაბამისად, 2045 და 2066 წლისთვის.
„ის, რომ ოზონის შრე, ბოლო ოთხწლიანი ანგარიშის მიხედვით, აღდგენის გზაზეა, ნამდვილად ფანტასტიკური ამბავია. კლიმატური ცვლილების შედეგების შერბილებაზე მონრეალის პროტოკოლის გავლენის გადაჭარბებით შეფასება შეუძლებელია. ბოლო 35 წლის განმავლობაში პროტოკოლი ნამდვილ გარემოსდამცველად იქცა“, — აღნიშნა გაეროს გარემოს პროგრამის აღმასრულებელმა მდივანმა მეგ სეკიმ.
ოზონის შრე — დედამიწის ატმოსფეროს ნაწილი, ბუნებრივი ეკრანი, რომელიც დედამიწასა და მის ბიოსფეროს მზის ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან იცავს. ოზონის შრეში ხვრელი მეცნიერებმა პირველად 1985 წელს აღმოაჩინეს. მისი დიამეტრი 1000 კილომეტრს აღემატებოდა. ხვრელის წარმოქმნის ძირითად მიზეზად სპეციალისტებმა ფრეონის შემცველი ნივთიერებების მასობრივი გამოყენება მიიჩნიეს. ამიტომ 1987 წელს 46 სახელმწიფომ „მონრეალის პროტოკოლს“ მოაწერა ხელი, რომელიც მავნე ქიმიკატის გამოყენების აღმოფხვრას ითვალისწინებდა.
მონრეალის პროტოკოლი — გლობალური შეთანხმება დედამიწის ოზონის შრის დაცვის შესახებ მისი გამანადგურებელი ქიმიკატების წარმოების ეტაპობრივი შეწყვეტით. იგი ძალაში შევიდა 1989 წელს და არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გლობალური გარემოსდაცვითი შეთანხმება.