კრწანისის რაიონში ტრანსპორტის გადაადგილება ოთხი თვით შეიზღუდება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliტრანსპორტი
ტრანსპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 10.01.2023
გამოწერა
თბილისი, 10 იანვარი – Sputnik. კრწანისის რაიონში, აფხაზეთის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა 10 იანვრიდან 10 მაისის ჩათვლით პერიოდში შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეზღუდვის მიზეზი კრწანისის რაიონში წყალარინების ქსელის მოწყობაა.
უწყების ცნობით, შეზღუდვა აფხაზეთის პირველ და მეორე ჩიხს და ასევე ცოტნე დადიანის ქუჩიდან აფხაზეთის მესამე ჩიხამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება.
დაგეგმილი სამუშაოების განმავლობაში ავტომობილები აფხაზეთის ქუჩიდან გადაადგილებას შეძლებენ გაგრის, ილორის, ხვიტიასა და ცოტნე დადიანის პირველი გასასვლელის მიმართულებით. მოძრაობა ასევე დასაშვები იქნება ერეკლეს, თამარ მეფის, გულბაანის, სოხუმის, პატარაიასა და დავით აღმაშენებლის ქუჩების გამოყენებით. ანალოგიური მარშრუტი იმოქმედებს უკუმიმართულებით გადაადგილებისას.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, დროის აღნიშნულ პერიოდში მიკროავტობუსი N412 რუსთავის გზატკეცილიდან (ქვემო ფონიჭალა, კორპუსი N19-ის მიმდებარედ) აფხაზეთის ქუჩამდე (აფხაზეთის III ჩიხის გადაკვეთა) იმოძრავებს. უკუმიმართულებისას მიკროავტობუსი მგზავრებს ანალოგიური მარშრუტით მოემსახურება.
ყველა ახალი ამბავი
0